დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ფოტო კონკურსი "ახალი ძველი ბათუმი"
GRAF.GE > ძირითადი განყოფილება > კონკურსები და გამოფენები
www.graf.ge
ფოტო კონკურსი "ახალი ძველი ბათუმი"

დაიწყო ყოველწლიური ფოტო ფესტივალ-კონკურსი "ახალი ძველი ბათუმი"!

ფოტოკონკურსის მიზანია ერთი თვის განმავლობაში ბათუმი იქცეს ფოტომოყვარულთა და
პროფესიონალთა სამიზნედ.
საკონკურსო ნამუშევრების განთავსება შესაძლებელია სპეციალურ გალერეაში 2010 წლის 7
მაისიდან 22 მაისის ჩათვლით ვებ-გვერდზე: http://www.photobatumi.ge

გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური,

დაიბეჭდება 50 საუკეთესო ფოტო, რომელთა გამოფენა მოეწყობა 26 მაისს
ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ უძველეს უბანში, ღია ცის ქვეშ.
აქვე მოხდება გამარჯვებული ნამუშევრების ავტორთა დაჯილდოვებაც.

პირველ სამ ადგილზე გასული ფოტოების ავტორთათვის გათვალისწინებულია ფულადი ჯილდო და
პროფესიონალური ფოტო კამერა!
ასევე, დაჯილდოვდება ინტერნეტ-გამარჯვებული, რომელიც გამოვლინდება ვებ-გვერზე ხმის
მიცემის გზით:

I ადგილი - Canon EOS 5D
II ადგილი - 1000 ლარი
III ადგილი - 500 ლარი

ინტერნეტ-გამარჯვებული - 300 ლარი

http://www.photobatumi.ge

გისურვებთ წარმატებებს!

* კონკურსი ტარდება ფოტოგრაფთა კლუბი "GRAF.GE"-ს პარტნიორობით.


საკონკურსო ნამუშევრების მიღება დაიწყო!
Hesse
კონკურსთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხის შესახებ შეგიძლიათ მომმართოთ ან აქ ან პმ-ში მე, პროექტის ერთ-ერთ მენეჯერს, ბესიკ ლილუაშვილს. გელით, ვებ გვერდი უკვე ჩაირთო!
DaNi
კარგი კონკურსია, შესაშური პრიზებით, აუცილებლად გავაგზავნი. smile.gif
ToRo
ბათუმო მოვდივააააარ biggrin.gif

იმედია ძაან არ ცივა ხო მანდ და ღამეს სადმე გავათევ biggrin.gif
slogan
კარგი კონკურსია! ძალიან!!
Hesse
ყველას გელოდებით smile.gif
David Giorgadze
ვახ რა ძალიან კარგი კონკურსია !!! biggrin.gif

ვახ რა ძალიან კარგი კონკურსია !!! biggrin.gif
IkaKhargelia
ციტატა
I ადგილი - Canon EOS 5D
wavedi.gif
ბათუმში გადავდივარ საცხოვრებლად opop.gif
Natia Giorgadze
ციტატა
I ადგილი - Canon EOS 5D


mechvenaba kitxvis nishnit.gif mechvenaba kitxvis nishnit.gif ვაიმე გული, ასე შორს მაინც არ იყოს ბათუმი წავიდოდი რამეს გადავირებდი. აუუუჰ რა კაი პრიზებია.
Tea
Hesse,
სალამი ბათუმელ ინტელექტუალებს smile.gif

ზემოთ აღნიშნული ფოტოკონკურსი პირადად მე ნამდვილად მხიბლავს თავისი შინაარსითა და პრიზებით smile.gif

ვიმედოვნებ რომ კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე მალე გავხდები : )


კონკურსანტებო, გისურვებთ წარმატებებს !
beshqena
მართლაც ძალიან კარგი პრიზებია!
IkaKhargelia
ფოტოების რაოდენობა შეზღუდულია? და თუ შეზღუდულია მაშინ რამდენის დადება შეიძლება?

უეჭველი ვიღებ მონაწილეობას... 350D დან იქნებ გადავიდე 5D-ზე biggrin.gif
Hesse
მაქსიმუმ 30 ფოტო!
IkaKhargelia
ციტატა(Hesse @ May 11 2010, 16:51) *
მაქსიმუმ 30 ფოტო!


1 იუზერზე ხოო?
Hesse
ჰო, ერთ იუსერზე 30 ფოტო მაქსიმუმ
IkaKhargelia
5D მოვდივააარ gorec.gif
saafree
დავრეგისტრირდი და ვერ შევდივარ ჩემი აქაუნთით sad.gif
Dito Tediashvili
ძალიან მაგარი კონკურსია !!!

რა ფოტოები გადის გამოფენაზე იმას წინასწარ ეუბნებიან ფოტოს ავტორებს? (ანუ ვისი ფოტოებიც გადის)
Hesse
ჰო, ავტორებს დავუკავშირდებით წინასწარ - თან ორიგინალების წარდგენისთვის და პარალელურად დაჯილდოვებაზე ჩამოსვლაც რო მოასწრონ smile.gif

პ.ს. თუ ვინმეს პრობლემა აქვს რამე, დარეკეთ 898 410 900
Hesse
[b][b]მოკლედ ხალხნო, ხვალ, 26 მაისს, ბათუმში, დუმბაძის ქუჩაზე (კინო თბილისის გვერდით მდებარეობს ეს პატარა და ლამაზი ქუჩა) გაიმართება ფოტოკონკურსის 50 საუკეთესო ფოტო ნამუშევარის გამოფენა და გამარჯვებულთა დაჯილდოვება! ყველას გელოდებით (რა თქმა უნდა ყველა იმას, ვინც ბათუმშია ან ჩამოდის ხვალ )!
ToRo
იმედია სადმე დადებთ ხო 50 საუკეთესო ფოტოს.
perfi
ToRo,
მგონი ისევ იმ საიტზე დაიდება www.photobatumi.ge , შარშანწინ ეგრე იყო smile.gif

სასიამოვნო იყო გუშინდელი გამოფენა
smile.gif
Hesse
I ადგილი ლელუჩი - ლელა მეფარიშვილი
II ადგილი კეზი - კახა ემირიძე
III ადგილი სულხო - სულხან სალაძე
ინტერნეტ გამარჯვებული - არჩერი - გელა ძნელაძე

ვულოცავ ყველას

რაც შეეხება ტოპ ორმოცდაათს - აუცილებლად დაიდება კონკურსის ვებ გვერდზე ორშაბათს.
Achi Gegenava
ვააა ვულოცავ ყველას გამარჯვებაას
ნაცნობი სახელი და გვარებია
NiKKe
ვულოცავ გამარჯვებულებს!
Maka Kiknadze
ვულოცავ გამარჯვებულებს!!!
DaNi
მაგარია, ვულოცავ ყველას, განსაკუთრებით - ლელას. smile.gif
LELUCHI
მადლობა ყველაას! :*
ToRo
არ აპირებენ საიტზე 50-ეულის დადებას თუ იცით? ორშაბათს უნდა დავდოთო და რავიცი რავიცი.....
SearCher
დადეთ რა 50-ეული.. !! wesebi.gif
ToRo
http://photobatumi.ge/ 50 ეული
Giorgi Shamoiani
რა გაუმართლა პირველ ადგილოსანს biggrin.gif (sun)
SearCher
ისე.. ავტორები მიგეწერათ.. ცუდი არ იქნებოდა..
DaNi
I ადგილი ლელუჩი - ლელა მეფარიშვილი
II ადგილი კეზი - კახა ემირიძე
III ადგილი სულხო - სულხან სალაძე
ინტერნეტ გამარჯვებული - არჩერი - გელა ძნელაძე
LeVa
ბათუმში სეზონთან დაკავშირებით ახალი კონკურსი არ იქნება რამე leonsio.gif leonsio.gif ?
Chamoxeuli Bilbordebi
აუ რა მაგარი ფოტოები დევს smile.gif
მოკლედ ბათუმი მაგარ არტ ქალაქად გადაიქცა smile.gif ძაან მაგარია )
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2013 Invision Power Services, Inc.