კონკურსი - ვაჩვენოთ ყველას ჩვენი მეგობრები
14 ივნისს მზიურში გაიმართება ცხოველთა ფესტივალი "ერთგული მეგობარი 2009" რომლის საინფორმაციო მხარდამჭერიც გახლავთ ფოტოგრაფთა კლუბი გრაფ.ჯი.
ამასთან, აქციის ორგანიზატორები სპეციალურად გრაფელებისთვის აცხადებენ კონკურსს:
კონკურში მონაწილეობისთვის აუცილებელია, დაესწროთ 14 ივნისს მზიურში გამართულ ფესტივალს და გადაიღოთ სარეპორტაჟო კრეატიული ფოტოები. 15 ივნისიდან გააქტიურდება სპეციალური გალერეა
http://www.graf.ge/index.php?autocom=galle...q=sc&cat=41
რომელშიც გრაფის ლიმიტების შესაბამისად 20 ივნისის ჩათვლით უნდა აიტვირთოს მხოლოდ 14 ივნისს, ზემოაღნიშნულ ფესტივალზე გადაღებული ფოტოები.
22 ივნისს გამოცხადება გამარჯვებული ნამუშავარი რომელის ავტორსაც პრიზად გადაეცემა 6 თვიანი სამედიცინო უფასო დაზღვევა შინაურ ცხოველზე ვეტერინარულ კლინიკაში (ოპერაციები, გამოკვლევები, კონსულტაციები და ა.შ.). ასევე 3 თვიან უფასო კუპონი ზოომაღაზიაში, სადაც შეეძლება შეიძინოს ცხოველების საკვები და სხვა მოსავლელი საშუალებები.
გამარჯვებულ გამოავლენს თავად "საქართველოს ცხოველთა დაცვის და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოება".
ორგანიზატორს ეძლევა უფლება ცნობიერების ამაღლების კუთხით (არა სამეწარმეო საქმიანობისთვის) გამოიყენოს გამარჯვებული ფოტოები.
