დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ფოტოკონკურსი
GRAF.GE > ძირითადი განყოფილება > კონკურსები და გამოფენები
Achi Gegenava


ტურისტული კომპანია "კოლხატური" და "LL სტუდია" აცხადებს ფოტოკონკურსს,

ფოტოკონკურსის თემა: მოგზაური


ზაფხული უკვე დასრულდა და ალბათ ბევრი თქვენთაგანი იყავით სამოგზაუროდ სხვადასხვა ადგილებში და გადაგხდათ უამრავი სინტერესო თავგადასავალი, რაც ფოტოზეც აღბეჭდეთ, აქედან გამომდინარე თემის სათაურია "მოგზაური"

კონკურსში გამარჯვებულად დასახელდება ის ფოტო რომელიც ყველაზე მეტ ლაიქს დაიმსახურებს ამისათვის ფოტო უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე info@kolkhatour.ge
შენიშვნა:
1, ფოტო არ უნდა იყოს გადაღებული მობილურით
2, ფოტოს ზომა უნდა იყოს 1000 პიქსელი (დიდი მხარე)
გამარჯვებული გამოვლინდება 2012 წლის პირველ იანვარს
ფოტოების მიღება შეწყდება 20 დეკემბერს.
3. კონკურსნტს შეუძლია წრმოადგინოს მხოლოდ ერთი ფოტო

პრიზები:
I. ადგილი - მაისური გამარჯვებული ფოტოს გამოსახულებით
II ადგილი - ჭიქა, შესაბამისი მეორეადგილოსანი ფოტოს გამოსახულებით
III ადგილი - პაზლი მესამე ადგილოსანი ფოტოს გამოსახულებით

გვესტუმრეთ ფეისბუქზე
http://www.facebook.com/pages/KolkhaTOUR/2...190322544333196
Lasha Gigauri
ar sxvenait mainc am prizebis darigeba

arada kargi konkursia likebs tu ar chavtvlit
Arturo URSUS
უკაცრავად მაგრამ ძალიან მაინტერესებს საქართველოში ფოტოგრაფები მეტს არ იმსახურებენ? smile.gif

თემის ავტორს მადლობა ინფორმაციისთვის 3.gif

vasili
ბევრი რაღაცა მომაწვა, მაგრამ თავი შევიკავე, კარგი ვქენი, იმიტომ, რომ მივხვდი, ეს არის ჩვენი სიდუხჭირის ბრალი, ჩვენი ქვეყნის და საერთოდ საქართველოს პრობლემაა. ძალზედ სამწუხარო ფაქტია
SaLi SaLoOoOo
ციტატა
პაზლი მესამე ადგილოსანი ფოტოს გამოსახულებით


ამით კი გაერთობოდა კაცი
Achi Gegenava
ხალხო მე დავდევი ინფორმაცია და აგრესია რ საჭიროა ??
თუ გინდათ მიირეთ მონაწილეობა თუარადა უკეთესი გააკეთეთ თქვენ და მერე ატეხეთ ქოთქოთი.

ყველა კონკურში ვერ იქნება უმაღლესი დონის და ძვირადღირებული პრიზებით მითუმეტეს ქართულ რეალობაში
NiKKe
Fეისბუქის ყველაზე დაბალი დონის [დაბალი დონის ხაზგასმით] კონკურსებშიც კი ნორმალური პრიზებია
მარა ეს ლაიქები მართლა ყველაფრის მუღამს გაკარგინებს რა))
პ.ს. ჟიური თუ იმუშავებს ამ შემთხვევაში მგონია რო მეტი ჩაერთვება , იმიტო რო მაისურის , ჭიქის და პაზლის გამო არამგონია ვინმემ ლაიქების დაგროვებით თავი მოიკლას
Achi Gegenava
NiKKe,
ცდილობენ უკვე 2 დღეც არაა რაც ეს კონკურსი გამოცხადდა და ნორმალური აქტივობაა

თუ არ გიღირს არ მიიღო მონაწილეობა არავის დაუშლია. მაგრამ თქვენს გარდა არიან ახალგაზრდები ვისაც უნდა და ესიამოვნება ის მიზერული საჩუქრები რაც იქ არის რაც შეეხება კაიქს აქ სხვა მუღამია გვერდის მფლობელები ამ მეთოდის თავიანთ გვერდდს მომხმარებლემბს მატებენ და ჟირურის შემთხვევაში არ იქნება ის მუღამი რაც ლაიქების შემთხვევაშია ასე რომ რაც არ უნდა იწუწუნოთ ცუკემბერგას ვერ შეუძვლით იდეოლოგიურ ჩანაფიქრებს smile.gif)
Dito Tediashvili
ასეთი კონკურსი პირველად ვნახე მგონი რაც facebook-ზე ვარ დარეგისტრირებული.
ტურისტული კომპანიისთვის ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი...
გასაგებია შეიძლება ვინმეს ქონდეს სურვილი მონაწილეობა მიიღოს მაგრამ კომპანიამ იმიჯზე უნდა იზრუნოს, იმ ერთი მომხმარებლის გარდა ვისაც "პაზლი" უნდა მოიგოს 27 ლაიქით იმის გარდა არის უამრავი ადამიანი რომელიც ამ პოსტერს ნახუობს და რა შთაბეჭდილებებიც დარჩებათ ძნელი გამოსაცნობი არაა : )
მეც უბრალოდ მინდოდა დამეწერა ჩემი აზრი ზოგადად კონკურსთან დაკავშირებით.
Achi Gegenava
რახცან ასე თვილთ მაშინ შერცხვებათ და გააუქმებენ კონკურსს smile.gif)))
მარტივად შეიძლება ნერვები არ აიტოკოთ ხალხო
არ მიიღოთ მონაწილეობა და ეგა თქვენი ამ პოსტებით პატივს არ სცემთ იმ ხალხს ვინც იქ მონაწილეობს და მარტო თქვენს თავს თვლით ფოტოგრაფიის და კონკურსის დონის გაზომვის მეტრებათ

ა მიიღოთ მონაწილეობა და მორჩება ამით პრობლემა
Sandro Khutsishvili
ეს ლაიქების დაგროვება რა უბედურებაა რა.. კონკურსი აღარ ტარდება ამის გარეშე !!!!! ://////

NiKKe,
Dito Tediashvili,

+1
Levan Tataradze
ციტატა(vasili @ Nov 8 2011, 22:58) *
ბევრი რაღაცა მომაწვა, მაგრამ თავი შევიკავე, კარგი ვქენი, იმიტომ, რომ მივხვდი, ეს არის ჩვენი სიდუხჭირის ბრალი, ჩვენი ქვეყნის და საერთოდ საქართველოს პრობლემაა. ძალზედ სამწუხარო ფაქტია

+ 1
ioseb mamuchishvili
ხო გასაგები და მისაღებია ის აზრი (AсHI) რო ვისაც არ უნდა არ მიიგებს მონაწილეობას მაგრამ ..მართლა ტეხავს ის რო ატარებ კონკურს .... თითქმის საქართველოს და თბილისის მასშტაბით და გამარჯვებულს, ხუთ ლარიან ჭიქას და ათ ლარიან მაისურს აძლევენ.... ზოგი იტყვის რო: მთავარი მონაწილეობააა ..მთავარი ის არის რო გაიმარჯვო და ასე შემდე.... და დარწმუნებული ვარ რო ბევრი არ მიიგებს ამის გამო მონაწილეობას,, პროსტა მართლა ტეხავსრო რო ადიხარ სცენაზე როგორც სერიოზული კონკურსის გამარჯვებული და საჩუქრათ ჭიქას გაძლევენ ....... მე სხვებს შევუერთდები და მადლობას მოუხდი ამ სიახლის დამდებს ...... და ვურჩევ კონკურსის ორგანიზატორებს ..... თუ ნორმალური კონკურსის ჩატარება უნდათ, საჩუარებიც ნორმალური შეარჩიონ...........
akh
მაღალი დონის და კარგი კონკურენცია თუ გინდათ აგერაა შესანიშნავი შესაძლებლობა, http://www.graf.ge/index.php?showtopic=12292 საკმაოდ სერიოზული ფოტოკონკურსია და პრიზიც შთამბეჭდავია.

იმედია ამ გადახრას თემის ავტორი სხვა კონკურსის რეკლამირებაში არ ჩამითვლის, თუ ასეა ბოდიში და წავშლი პირველივე მოთხოვნისამებრ.
Giorgi Janibegashvili
Achi Gegenava,

შენს მიმართ არავის არააქვს არც პრეტენზია და არც აგრესია!შენ არაფერ შუაში ხარ.
მაგრამ შუაში ის ხალხია ვინც ასეთ კონკურსებს ადგენს,რადგან ამდაგვარი კონკურსები ქვეყანაში ფოტოგრაფიის დონეს საკმაოდ აფუჭებს!

მერე ვიღაც იტყვისრომ რამოხდა გაფუჭდეს ამით ხომ ნამდვილ პროფესიონალი ფოტოგრაფები ისევ პროფესიონალებათ რჩებიან და ვისაც გადაღება უნდა გადაიღებს და ბევრი კიდე ამდაგვარი სისულელე!!!
ფოტოს ფოტოგრაფი უნდა აფასებდეს ამაზე ნუ ვიდავებთ.

მეკი აქ ფოტოგრაფს ვერ ვხედავ.მით უმეტეს ხაზ გასმით და დიდი ასოებით წერენხოლმე "ფოტო კონკურსი''..... რავიცი რაგითხრათ მაგრამ მე და გარწმუნებთ კიდე ძალიან ბევრს გაცილებით სხვანაირი წარმოუდგენია 'ფოტო კონკურსი".

ყველაფერი მიგვიყვანს იქამდერომ ფოტოგრაფიას აღარავინ აღარ სცემს სათანადო პატივს(ობიქტური მიზეზების გამო) და არც არავინ გადაიხდის ფოტოში ფულს.ესკი თქვენით განსაჯეთ რას მოგვიტანს ახლო მომავალში.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2013 Invision Power Services, Inc.