![]() ![]() |
Jan 24 2010, 19:56
Post
#1
|
|
![]() Group: Administrators Posts: 136 Joined: 3-December 08 Member No.: 37 |
სიახლე საგრაფოში!
დღეიდან შენს ფოტოსურათებზე შეგიძლია მოითხოვო კრიტიკა! კრიტიკის მოთხოვნის შემდეგ, შენი ფოტოსურათი გამოჩნდება მთავარ გვერდზე კრიტიკის აკადემიის სექციაში: ![]() ფოტოზე კრიტიკის მოთხოვნა: ფოტოსურათზე კრიტიკის მოთხოვნა შეუძლია მხოლოდ ავტორს. ამისათვის, ავტორმა ფოტოსურათის დათვალიერების რეჟიმში უნდა დააჭიროს ბმულს "მოითხოვე კრიტიკა" და მიყვეს ფანჯარაში გამოსულ ინსტრუქციას: ![]() თითოეულ ფოტოსურათზე კრიტიკის მოთხოვნის ღირებულებაა 2 ლარი, რომელიც ჩამოგეჭრებათ მობილური ტელეფონის ბალანსიდან მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) გაგზავნისას. რა მომსახურებას მიიღებ: ფოტოსურათი, რომელზეც მოითხოვე კრიტიკა გამოჩნდება საიტის მთავარ გვერდზე კრიტიკის მოთხოვნის სექციაში და იქნება განთავსებული იქ მანამ, სანამ სხვა ფოტოსურათები, რომლებზეც აგრეთვე ითხოვენ კრიტიკას, არ ჩაანაცვლებენ მას (მაგრამ, არაუმეტეს 1 კვირისა). საიტის ადმინისტრაციამ მოიწვია და მომავალშიც აპირებს დამატებით მოიწვიოს გამოცდილი ფოტოგრაფები, რომლებსაც შეეძლებათ გაარჩიონ და დაწერონ კონსტრუქტიული კრიტიკა შენს ფოტოზე. კრიტიკოსთა ვინაობა ანონიმურია. ფოტოსურათზე კრიტიკის მოთხოვნის რაოდენობა და სიხშირე ამ ეტაპზე არ არის შეზღუდული. ანუ, იგივე ფოტოზე, შეგიძლია განმეორებით მოითხოვო კრიტიკა ნებისმიერ მომენტში. |
|
|
Jan 24 2010, 20:29
Post
#2
|
|
![]() Group: Travellers Posts: 4,957 Joined: 2-February 09 Member No.: 1,136 სახელი გვარი: natia giorgadze |
საინტერესო სიახლეა ნამდივალდ
თუმცა ავტორი, თუნდაც მე. რომელიც გადავიხდი ამ თანხას დარწმუნებული უნდა ვიყო რომ მივიგებ ჯანსაღ კრიტიკას და არა ისეთს, როგორსაც ხშირ შემთხვევაში ვხვდები ხოლმე ეს ბოლო ხანებია ზოგიერთ ფოტოზე მივესალმები ამ სიახლეს This post has been edited by nati: Jan 24 2010, 20:29 |
|
|
Jan 24 2010, 20:35
Post
#3
|
|
![]() Group: Administrators Posts: 7,686 Joined: 16-July 08 Member No.: 2 სახელი გვარი: შოთა მეგრელიშვილი |
nati,
შევეცდებით ჯანსაღი კრიტიკა დაგიწეროთ, თუმცა როგორც მომსახურების აღწერაში წერია, ამის ვალდებულებას საიტის ადმინისტრაცია თავის თავზე ვერ აიღებს. |
|
|
Jan 25 2010, 08:28
Post
#4
|
|
![]() Group: Bachelor Posts: 3,571 Joined: 7-November 09 From: Tbilisi Member No.: 5,806 სახელი გვარი: Gela Chachua |
ჩემი აზრით თუ კაცი რაღაცაში ფულს იხდის შესაბამისად იმის გარანტიაც უნდა მიიღოს რომ პროდუქტი მას დააკმაყფილებს... თუ არა და გაუგებრობეს გამოიწვევს ეს ყველაფერი.. არ მესმის რას ქვია ვალდებულებას არ იღებს...
გასაგებია რომ ვიღაცამ შეიძლება ბოროტად იხუმროს და უაზრო ფოტოზე მოითხოვოს კრიტიკა, მარა ვინაიდან და რადგანაც მან ამაში ფული გადაიხადა მოთხოვნის სრული უფლებაც აქვს. მემგონი უნდა წინასწარ განისაზღვროს თუ რა კრიტერიუმის ფოტოს მიეცემა კრიტიკა და რას არა სავარაუდოდ მაინც.... ყოველივე ზემოთ ხსენებული მხოლოდ მეგობრული რჩევაა და არანაირად პრეტენზია ან რამა კიდე ეგეთი..... |
|
|
Jan 25 2010, 08:58
Post
#5
|
|
![]() Group: Administrators Posts: 7,686 Joined: 16-July 08 Member No.: 2 სახელი გვარი: შოთა მეგრელიშვილი |
G C,
დაწერე, რისი მოლოდინი გაქვს კრიტიკის მოთხოვნის შემთხვევაში. ანუ, როგორ წარმოგიდგენია, რა სახის კრიტიკას მიიღებ? ისეთს, როგორიც კრიტიკის აკადემიაშია ამჟამად? |
|
|
Jan 25 2010, 09:16
Post
#6
|
|
![]() Group: Bachelor Posts: 3,571 Joined: 7-November 09 From: Tbilisi Member No.: 5,806 სახელი გვარი: Gela Chachua |
მემგონი მხოლოდ კრიტიკა არ იქნება საკმარისი ალბად პირველ რიგში კომპეტენტურ რჩევას აქვს დიდი მნიშვნელობა. მარტო კრიტიკით არა მგონია ვინმემ პროფესიული წინსვლა შესძლოს....
რაც შეეხება კრიტიკის აკადემიას არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს კარგი წამოწყებაა და ყოველთვის მხარს დავუჭერ.. |
|
|
Jan 25 2010, 09:22
Post
#7
|
|
![]() Group: Administrators Posts: 7,686 Joined: 16-July 08 Member No.: 2 სახელი გვარი: შოთა მეგრელიშვილი |
G C,
რჩევის ქვეშ მოიაზრება, რომ ფოტოგრაფიის სწავლის მოლოდინი გექნება ერთი ფოტოს ქვეშ, ორი ლარის გადახდის შედეგად? მაგალითისთვის, წარმოიდგინე, რომ ფოტოსურათში არის რამდენიმე პრობლემა: ექსპოზიციის და კომპოზიციის საფუძვლების არცოდნა, ელოდები, რომ მიიღებ სრულ და ამომწურავ ლექციას ამ ორ საკითხში? |
|
|
Jan 25 2010, 11:36
Post
#8
|
|
![]() Group: Bachelor Posts: 2,155 Joined: 25-March 09 From: Tbilisi, Georgia. Member No.: 2,186 სახელი გვარი: David Ninikelashvili |
შესანიშნავი სიახლეა, ნამდვილად საჭირო და აუცილებელი, მივესალმები ჩემი მხრივ, დიდი მადლობა ადმინისტრაციას.
|
|
|
Jan 25 2010, 11:54
Post
#9
|
|
![]() Group: Bachelor Posts: 3,571 Joined: 7-November 09 From: Tbilisi Member No.: 5,806 სახელი გვარი: Gela Chachua |
რჩევაში ვიგულისხმე ის რომ ფოტოზე არსებული შეცდომები უნდა დაფიქსირდეს მკაფიოდ და შემდეგ უნდა მიეცეს ავტორ რჩევა თუ კონკრეტულად რა აქვს გამოსასწორებელი... თუ როგორ და რა ხერხით მიიღებს საჭირო ცოდნას ესა თუ ის პიროვნება და გაითვალისწინებს თუ არა რჩევას ეგ უკვე მისი საქმეა. მთავარია რო მან გაიგოს რაზე აქვს სამუშაო.... არა მგონია ვინმემ იმის გამო მოითხოვოს კრიტიკა რომ ქების მოსმენა სურდე... მემგონი ყველა იმას მოელის რომ კრიტიკის შემდეგ რაღაცას გამოასწორებს და შედევრს თუ არა გამართულ ფოტოს მაინც გადაიღებს.... რათქმაუნდა ერთი ფოტოს ხარჯზე ეს ვერ მოხერხდება ამას ალბად დრო და გარკბეული ბაზის შექმნა დასჭირდებ.
|
|
|
Jan 25 2010, 12:02
Post
#10
|
|
![]() Group: Administrators Posts: 7,686 Joined: 16-July 08 Member No.: 2 სახელი გვარი: შოთა მეგრელიშვილი |
G C,
კეთილი და პატიოსანი. სხვისი აზრის მოსმენაც კარგი იქნებოდა, რას და როგორ ელის გრაფელი ამ ახალი შესაძლებლობისაგან. |
|
|
Jan 25 2010, 12:15
Post
#11
|
|
![]() Group: Bachelor Posts: 7,989 Joined: 1-November 09 From: tbilisi Member No.: 5,689 სახელი გვარი: Davit GiorGadze |
მართლა ძალიან კარგი სიახლიეა !!
დიდი მადლობა ადმინსიტრაციას ! ! |
|
|
Jan 26 2010, 18:05
Post
#12
|
|
![]() Group: Administrators Posts: 7,686 Joined: 16-July 08 Member No.: 2 სახელი გვარი: შოთა მეგრელიშვილი |
შეტანილია ცვლილება "კრიტიკის მოთხოვნის" კონცეფციაში:
საიტის ადმინისტრაციამ მოიწვია და მომავალშიც აპირებს დამატებით მოიწვიოს გამოცდილი ფოტოგრაფები, რომლებსაც შეეძლებათ გაარჩიონ და დაწერონ კონსტრუქტიული კრიტიკა შენს ფოტოზე. კრიტიკოსთა ვინაობა ანონიმურია. გარჩევის მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ფოტოზე: http://www.graf.ge/index.php?s=&autoco...;findpid=292649 |
|
|
Jan 26 2010, 18:44
Post
#13
|
|
![]() Group: Bachelor Posts: 3,571 Joined: 7-November 09 From: Tbilisi Member No.: 5,806 სახელი გვარი: Gela Chachua |
ძალიან მომეწონა მოცემულ ფოტოზე გაკეთებული კრიტიკა და რჩევები, რაც ყველაზე კარგია მითითებული იყო ლიტერატურული მასალა...
დიდი მადლობა ადმინისრაციას და Critic1-ს This post has been edited by G C: Jan 26 2010, 18:44 |
|
|
Jan 27 2010, 06:55
Post
#14
|
|
![]() Group: Student Posts: 189 Joined: 23-April 09 From: მეც არ ვიცი Member No.: 2,677 სახელი გვარი: Giorgi Tsutskiridze |
ძალიან კარგი სიახლეა
მომეწონა მოწვეული კრიტიკოსების იდეაც... და კრიტიკის ხარისხიც.. თან მითითებულია საჭირო ლინკები, კრიტიკისას რაც ძაალიან კარგია. მადლობა ადმინისტრაციას This post has been edited by cucqa: Jan 27 2010, 06:56 |
|
|
Jan 28 2010, 17:24
Post
#15
|
|
![]() Group: Student Posts: 775 Joined: 2-January 10 From: somewhere Member No.: 6,711 სახელი გვარი: ... |
მაგარი იდეაა მართლაც
|
|
|
Jan 30 2010, 06:55
Post
#16
|
|
|
Group: Student Posts: 55 Joined: 31-December 08 Member No.: 140 სახელი გვარი: kooshmari |
ცოტა იაფი იყოს..
|
|
|
Feb 1 2010, 06:28
Post
#17
|
|
![]() Group: Student Posts: 136 Joined: 28-September 09 Member No.: 4,988 სახელი გვარი: gela kipiani |
კარგი სიახლეა, მაგრამ ამ და ნებისმიერი მსგავსი საიტის დანიშნულება ზუსტად ეგაა რომ მიიღო შენიშვნა და ა.შ. წესით ამაში ფულს არავინ უნდა იხდიდეს
|
|
|
Feb 1 2010, 06:35
Post
#18
|
|
![]() Group: Administrators Posts: 7,686 Joined: 16-July 08 Member No.: 2 სახელი გვარი: შოთა მეგრელიშვილი |
gela kipiani,
შენიშვნა ერთია, და მეორეა ფოტოს წესიერი გარჩევა, რომელიც გაცილებით შრომატევადია და მოითხოვს კომპეტენციას. იხილეთ ორი ფოტოს ქვეშ დაწერილი კომენტარი და მიხვდებით რასაც ვგულისხმობ: http://www.graf.ge/index.php?s=&autoco...;findpid=292649 http://www.graf.ge/index.php?s=&autoco...;findpid=294641 |
|
|
Feb 5 2010, 21:08
Post
#19
|
|
![]() Group: Student Posts: 1,336 Joined: 7-October 09 Member No.: 5,204 სახელი გვარი: vatto |
ძალიან გამიხარდა ეს სიახლე და ყოველთვის ველი კრიტიკოსის აზრს, მადლობა ადმინისტრაციას.
|
|
|
Feb 13 2010, 06:03
Post
#20
|
|
![]() Group: Bachelor Posts: 12,823 Joined: 3-December 09 From: თბილისი Member No.: 6,320 სახელი გვარი: ნიკა გაბედავა |
მომწონს ეს ყველაფერი !
და ვუერთდები იმ აზრს , რომ ეს კრიტიკა სწორედაც ფასიანი უნდა იყოს |
|
|
![]() ![]() |
| Lo-Fi Version | Time is now: 8th September 2010 - 09:13 |