GRAF.GE

Welcome ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Closed TopicStart new topic
> სიახლეები საგრაფოში, სიახლეების თემა
Group: Administrators www.graf.ge
post Jan 7 2009, 19:54
Post #1

Group: Administrators
Posts: 136
Joined: 3-December 08
Member No.: 37

ფოტოს ავტორს შეუძლია საკუთარი ფოტოს წაშლა გალერეიდან.
ამასთან, თუ ავტორი ფოტოს წაშლის განთავსებიდან 5 წუთის განმავლობაში, მას გამოუთავისუფლდება ლიმიტი (საუბარია დღიურ ლიმიტზე). 5 წუთის გასვლის შემდეგ ფოტოს წაშლა ლიმიტს არ ათავისუფლებს.

ფოტოს ავტორისათვის დაშვებულია ფოტოს რედაქტირება (სათაურის და აღწერის შეცვლა), თუმცა ვერ შეცვლის ფოტოს.

კომენტარის ავტორს შეუძლია ნებისმიერი ფოტოდან თავისი კომენტარის წაშლა ან რედაქტირება დაწერიდან 5 წუთის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ კომენტარის წაშლა ან რედაქტირება შეუძლებელი იქნება.

მას შემდეგ, რაც თქვენ ამოწურეთ დღიური ლიმიტი (მაგალითისთვის, Entrant ჯგუფის წევრმა დადო 24 საათში 2 ფოტო), შემდეგი ფოტოს ატვირთვამდე დარჩენილი დრო ჩანს ფოტოს ატვირთვის მცდელობის დროს გამოსულ შეცდომის ფანჯარაში. (მაგ: თქვენ ამოწურეთ თქვენი ჯგუფისთვის განკუთვნილი ატვირთვის ლიმიტი. გთხოვთ დაელოდოთ 17:25 საათი და სცადოთ ხელახლა!)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Administrators www.graf.ge
post Jan 7 2009, 19:59
Post #2

Group: Administrators
Posts: 136
Joined: 3-December 08
Member No.: 37

გალერეაში, კომენტარების მაჩვენებელი ნიშანი წითლად აინთება იმ შემთხვევაში, თუ სურათზე არის ახალი კომენტარები მომხმარებლის ბოლო შემოსვლის შემდეგ. კომენტარების წაკითხვის შემდეგ ნიშანი ჩაქრება.

დაიხვეწა სურათების მნახველთა მაჩვენებელი - ერთი წევრისგან ფოტოს მხოლოდ ერთი ნახვა ემატება, მნიშვნელობა არა აქვს იგივე წევრიდან გვერდის განახლების რაოდენობას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Administrators www.graf.ge
post Jan 11 2009, 13:24
Post #3

Group: Administrators
Posts: 136
Joined: 3-December 08
Member No.: 37

სიახლე "ჩემი მეგობრების" ფუნქციონალთან დაკავშირებით

მეგობრებში რომელიმე მომხმარებლის დამატების შემთხვევაში, აუცილებელია დასტური იმისი მხრიდან, ვისაც ამატებ. მოთხოვნა მეგობრებში დამატებაზე ავტომატურად იგზავნება PM-ის და მეილის საშუალებით. პასუხიც PM-ის და მეილის საშუალებით ბრუნდება.

სიახლე "კომენტარების" ფუნცქიონალთან დაკავშირებით

შეტყობინება მომხმარებლის პროფაილში დამატებული ახალი კომენტარის შესახებ ავტომატურად იგზავნება აღნიშნულ მომხმარებელთან PM-ის და მეილის საშუალებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Administrators www.graf.ge
post Jan 14 2009, 11:56
Post #4

Group: Administrators
Posts: 136
Joined: 3-December 08
Member No.: 37

საიტის მთავარ გვერდზე, "აღმოაჩინე GRAF.GE" განყოფილებაში დაემატა ახალი ქვეგანყოფილება - "ემოციური ფოტო" (პირდაპირი ლინკი ქვეგანყოფილებაზე http://www.graf.ge/index.php?autocom=galle...mp;op=emotional ).

ფოტოები, რომლებიც მინიმუმ 10 მომხმარებლის* მიერ შეფასდა როგორც "ემოციური ფოტო", მოინიშნებიან ნიშნით "e".

ქვეგანყოფილებაში ფოტოები დალაგებულია კლებადობის მიხედვით (ანუ, პირველ ფოტოს აქვს ყველაზე მეტი ემოციურობის შეფასება).
გთხოვთ, სურათების შეფასების დროს გაითვალისწინოთ ემოციურობის კრიტერიუმიც.


*მომხმარებლების მინიმუმი რაოდენობა (ამ მომენტისათვის 10) შეიძლება შეიცვალოს ადმინისტრაციისა და ფოტოგრაფთა რედკოლეგიის გადაწყვეტილებით. ამასთანავე, შემფასებელთა საჭირო მინიმუმი რაოდენობა შესაძლებელია არ გამოცხადდეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Administrators www.graf.ge
post Jan 14 2009, 12:42
Post #5

Group: Administrators
Posts: 136
Joined: 3-December 08
Member No.: 37

VIP ჯგუფი

ამ ჯგუფის წევრები არიან ის ადამიანები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საიტის განვითარებაში და წინსვლაში; ადამიანები, რომლებმაც თავიანთი დამოკიდებულებით საიტის მიმართ დაიმსახურეს VIP სტატუსი.
ეს არ არის დაკეტილი ჯგუფი. გარკვეული პერიოდულობით ადმინისტრაცია განიხილავს ამა თუ იმ მომხმარებლის VIP ჯგუფში გადაყვანის საკითხს.

VIP ჯგუფის ლიმიტები გალერეაში
ასატვირთი ფაილის ზომა 250 კბ
გალერეისთვის გამოყოფილი სივრცე - 8 მბ
შეუძლია 24 საათში 4 ფოტოს ატვირთვა.

ბონუსი
VIP ჯგუფის წევრები თავიანთ ფოტოებზე ხედავენ შემფასებლებს და ქულებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Administrators www.graf.ge
post Jan 16 2009, 13:04
Post #6

Group: Administrators
Posts: 136
Joined: 3-December 08
Member No.: 37

სიახლე - დღის ფოტოზე მაუსის მიტანის შემთხვევაში (მნიშვნელობა არა აქვს ხალხის არჩევანია თუ ფოტოგრაფთა არჩევანი) ანახებს დარჩენილ დროს მომავალი დღის ფოტოს გამოვლენამდე
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Administrators www.graf.ge
post Jan 20 2009, 18:08
Post #7

Group: Administrators
Posts: 136
Joined: 3-December 08
Member No.: 37

სიახლე:
საიტზე რეგისტრირებული ახალი წევრი, პირადი შეტყობინებების გაგზავნას შეძლებს ფორუმში ან გალერეაში გაკეთებული 5 პოსტის შემდეგ.
ამასთან, ამ პერიოდში შეუზღუდავად აქვს საშუალება მიიღოს და წაიკითხოს მასთან მისული შეტყობინებები.
აღნიშნული ქმედება გამოწვეულია საიტის მომხმარებლების პირადი შეტყობინებების ყუთის დაცვისათვის ე.წ. 'სპამერებისაგან"
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Administrators www.graf.ge
post Jan 24 2009, 20:21
Post #8

Group: Administrators
Posts: 136
Joined: 3-December 08
Member No.: 37

მორიგი სიახლე:

ფოტო, რომელიც 5 ან მეტი მომხმარებლის მიერ მოინიშნება როგორც "ფავორიტი", ავტომატურად მიიღებს ნიშანს - ვარსკვლავი
ამ ფოტოების ნახვა შესაძლებელია მთავარი გვერდიდან, ბმულით რჩეული ფოტოები
რეიტინგის გადათვლა ხდება დღეში ერთხელ.

მომავალში, ვარსკვლავის მინიჭებისათვის საკმარისი კრიტერიუმი (5 ან მეტი მომხმარებლის მიერ ფოტოს ფავორიტებში შეყვანა), შეიძლება შეიცვალოს ფოტოგრაფთა რედკოლეგიის და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით.

კრიტერიუმის გამკაცრების შემთხვევაში, ფოტოები, რომლებსაც უკვე აქვთ ვარსკვლავი (ან ნებისმიერი სხვა აღნიშვნა, რომელიც მოქმედებს საიტზე), ინარჩუნებენ შესაბამის ნიშანს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Administrators www.graf.ge
post Feb 13 2009, 07:04
Post #9

Group: Administrators
Posts: 136
Joined: 3-December 08
Member No.: 37

გაზეთ ნავიგატორის რედაქცია დაინტერესდა ფოტოკლუბ გრაფით, დაუკავშირდა ადმინისტრაციას და შესაბამისი ინფორმაციაც მიიღო.

აღნიშნული მასალა დაიბეჭდება "ნავიგატორის" 17 თებერვლის ნომერში.

გაზეთი შეგიძლიათ შეიძინოთ პრესის გამავრცელებელ დახლებსა და ჯიხურებში.

ფასი 50 თეთრი.

http://www.navigator.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Administrators www.graf.ge
post Feb 13 2009, 20:44
Post #10

Group: Administrators
Posts: 136
Joined: 3-December 08
Member No.: 37

სიახლე საგრაფოში - "მოკლე მისამართი"

დღეიდან თქვენს მეგობრებს, ახლობლებს და უბრალოდ ნაცნობებს, შეგიძლიათ მისცეთ თქვენი პირადი გვერდის მისამართი საგრაფოში. ამისათვის თქვენს ნიკს ბოლოში უწერთ უბრალოდ, graf.ge
მაგალითისთვის, თუ თქვენი ნიკი საიტზე არის Gia, თქვენი პირადი გვერდის მისამართი იქნება http://gia.graf.ge
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ნიკში გამოყენებულია "პრაბელი", მაგალითად Giorgi Zghuladze, მაშინ მისამართი იქნება http://giorgi_zghuladze.graf.ge (ქვედა ხაზი იმ ორ სიტყვას შორის, რომლისგანაც შედგება ნიკი)

აღნიშნული სერვისი ამ ეტაპზე უფასოა საიტზე დარეგისტრირებული ყველა მომხმარებლისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Administrators www.graf.ge
post Feb 19 2009, 13:01
Post #11

Group: Administrators
Posts: 136
Joined: 3-December 08
Member No.: 37

სიახლე საგრაფოში (განსაკუთრებით კი ჩეთის მოყვარულებისათვის smile.gif )

უკვე შეგიძლიათ ჩეთში შეუსვლელად ნახოთ რამდენი მომხმარებელია აქტიური.
ჩეთიგრაფის ღილაკთან დაემატა ოპცია
ციტატა
ONLINE: [ * ]

სადაც მითითებული ციფრი გაჩვენებთ ბოლო 10 წუთის მანძილზე ჩეთში აქტიური მომხმარებლების რაოდენობას.
იმ შემთხვევაში, თუ ეგ ოპცია საერთოდ არ ჩანს, ჩეთში მომხმარებლები არ იმყოფებიან.

ელოდეთ სიურპრიზებს გრაფისგან !
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Administrators www.graf.ge
post Feb 19 2009, 18:29
Post #12

Group: Administrators
Posts: 136
Joined: 3-December 08
Member No.: 37

ციტატა(www.graf.ge @ Feb 13 2009, 11:04) *
გაზეთ ნავიგატორის რედაქცია დაინტერესდა ფოტოკლუბ გრაფით, დაუკავშირდა ადმინისტრაციას და შესაბამისი ინფორმაციაც მიიღო.

აღნიშნული მასალა დაიბეჭდება "ნავიგატორის" 17 თებერვლის ნომერში.

გაზეთი შეგიძლიათ შეიძინოთ პრესის გამავრცელებელ დახლებსა და ჯიხურებში.

ფასი 50 თეთრი.

http://www.navigator.ge



ვინც ვერ მოახერხა გაზეთის აღნიშნული ნომრის შეძენა, სტატიის ონლაინ ვერსიის ხილვა შეუძლია აქ
http://www.navigator.ge/index.php?lang_id=...p;new_year=2009

 
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Administrators www.graf.ge
post Feb 27 2009, 11:31
Post #13

Group: Administrators
Posts: 136
Joined: 3-December 08
Member No.: 37

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ფოტოგრაფთა კლუბი "GRAF.GE"–ს ერთობლივი კონკურსი "ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" აქტიურად შუქდება მასმედიის საშუალებებითაც.


http://www.myvideo.ge/?video_id=413781
http://www.myvideo.ge/?video_id=413693
http://www.myvideo.ge/?video_id=413690

Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Administrators www.graf.ge
post Mar 10 2009, 05:14
Post #14

Group: Administrators
Posts: 136
Joined: 3-December 08
Member No.: 37

სიახლე საგრაფოში - ვიდეორგოლები პოსტში !!!

დღეიდან შეგიძლიათ სხვადასხვა საიტებიდან ვიდეორგოლების ჩასმა თქვენს პოსტში.


ვიდეოს ჩასმა შესაძლებელია შემდეგი ვებ გვერდებიდან:

MyVideo (www.myvideo.ge)
YouTube (www.youtube.com)
GoogleVideo (video.google.com)
LiveLeak (www.liveleak.com)
Veoh (www.veoh.com)
GameTrailers (www.gametrailers.com)
iFilm (www.ifilm.com)
Revver (www.revver.com)
BrightCove (www.brightcove.com)
MySpaceVideo (vids.myspace.com)
CollegeHumor (www.collegehumor.com)
vSocial (www.vsocial.com)
Guba (www.guba.com)
Glumbert (www.glumbert.com)

შევდივართ მაგალითად youtube-ზე და ვაკოპირებთ ვიდეოდან ამ მისამართს:



ვიდეოს ჩასასმელად საჭიროა, დავაჭიროთ ამ ღილაკს:
რის შემდეგაც youtube-დან კოპირებულ ლინკს ვსვავთ აქ და ვაჭერთ OK



შედეგი

Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Administrators www.graf.ge
post Mar 22 2009, 19:50
Post #15

Group: Administrators
Posts: 136
Joined: 3-December 08
Member No.: 37

სიახლეები საგრაფოში:

ყველა არსებულ ჯგუფს (Entrant, Student, Bachelor, Master, Professor) გალერეის დისკური სივრცე გაეზარდათ 1 MB-თი და ამჟამად შეადგენს:

Entrant - 2 MB (10-15 ფოტოსურათი)
Student - 5 MB (25-40 ფოტოსურათი)
Bachelor - 6 MB (30-50 ფოტოსურათი)
Master - 7 MB (35-60 ფოტოსურათი)
Professor - 10 MB (50-85 ფოტოსურათი)

ამასთანავე, დამატებითი სიახლე:

როგორც აღვნიშნეთ, ფოტოგრაფთა კლუბი GRAF.GE-ს საავტორო გალერეაში თითოეული ფოტოგრაფისთვის გამოყოფილი უფასო ვებ–სივრცე შეზღუდულია წევრის ჯგუფის მიხედვით. დღეიდან საიტის მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება თავისი ჯგუფისთვის გამოყოფილ ვებ–სივრცეს დაამატონ 3 მბ. 3 მბ ვებ–სივრცე საკმარისია დაახლოებით 15–25 ფოტოსურათის განსათავსებლად. შეძენილი ვებ–სივრცე მოქმედებს შეძენიდან 1 წლის განმავლობაში.

დამატებითი ვებ–სივრცის მისაღებად იხილეთ ბმული:
http://www.graf.ge/vas

საქართველოს ნებისმიერი მობილური ოპერატორის ქსელის აბონენტებისათვის მოცემული სერვისის ღირებულება არის: 4.30 ლარი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Administrators www.graf.ge
post Mar 25 2009, 19:53
Post #16

Group: Administrators
Posts: 136
Joined: 3-December 08
Member No.: 37

სიახლე საგრაფოში:

დღეიდან შეგიძლიათ ფოტოს ანონიმურად ატვირთვა. ანუ სხვა მომხმარებლებისათვის უცნობი იქნება ფოტოს ავტორის ვინაობა 24 საათის განმავლობაში.
ამისათვის საჭიროა ფოტოს ატვირთვის დროს, კითხვას "გსურს ფოტოს ანონიმურად ატვირთვა ? " უპასუხოთ "დიახ"
anonym -ის გვერდით, კვადრატულ ფრჩხილებში ჩანს დარჩენილი დრო ავტორის გამჟღავნებამდე.


GRAF.GE.gif
 
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Administrators www.graf.ge
post Mar 27 2009, 03:30
Post #17

Group: Administrators
Posts: 136
Joined: 3-December 08
Member No.: 37

სიახლე საგრაფოში - ფოტოს ფონის ფერის შეცვლა.

დღეიდან შეგიძლიათ გალერეაში ფოტოს დათვალიერების დროს ფონის ფერის შეცვლა, გამოსახულების უკეთესად აღსაქმელად.
ამისათვის საჭიროა ფოტოს ქვეშ განთავსებული ფერების გრადაციის ხაზიდან დააჭიროთ თქვენთვის სასურველ ფერს.

GRAF.GE.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Administrators www.graf.ge
post Mar 29 2009, 04:21
Post #18

Group: Administrators
Posts: 136
Joined: 3-December 08
Member No.: 37

სიახლე საგრაფოში - ფოტოს ატვირთვის დროს ფონის ფერის შეცვლა.

დღეიდან შეგიძლიათ გალერეაში ფოტოს ატვირთვის დროს მიუთითოთ, რა ფერის ფონზე გსურთ ფოტოს განთავსება.
ამისათვის საჭიროა ფოტოს ატვირთვის დროს ფერების გრადაციის ხაზიდან დააჭიროთ თქვენთვის სასურველ ფერს.



GRAF.GE.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Administrators www.graf.ge
post May 19 2009, 08:31
Post #19

Group: Administrators
Posts: 136
Joined: 3-December 08
Member No.: 37

სასიამოვნო სიახლე გრაფისაგან - შემდეგ ჯგუფებს გაეზარდათ ასატვირთი ფოტოსურათის მოცულობის ლიმიტი:

სტუდენტი: 300კბ (იყო 200კბ)
ბაკალავრი: 300კბ (იყო 200კბ)
მასტერი: 350კბ (იყო 250კბ)
პროფესორი: 350კბ (იყო 250კბ)
VIP: 350კბ (იყო 250კბ)

http://www.graf.ge/index.php?s=&showto...ost&p=45179
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Administrators www.graf.ge
post Jun 23 2009, 19:38
Post #20

Group: Administrators
Posts: 136
Joined: 3-December 08
Member No.: 37

არსებული ჯგუფების სისტემა შეიცვალა. დღეისათვის არის შემდეგი სახით და გალერეის ლიმიტებით

student - 7mb (35 - 60 ფოტოსურათი ატვირთვის სივრცე)
bachelor - 12mb (60 - 100 ფოტოსურათი ატვირთვის სივრცე)
magister - 15mb (75 - 125 ფოტოსურათი ატვირთვის სივრცე)
aspirant - 25mb (125 - 200 ფოტოსურათი ატვირთვის სივრცე)
professor- 35mb (180 - 300 ფოტოსურათი ატვირთვის სივრცე)
workforce-25mb (125 - 200 ფოტოსურათი ატვირთვის სივრცე)
moderator-25mb (125 - 200 ფოტოსურათი ატვირთვის სივრცე)
vip - 40mb (200 - 350 ფოტოსურათი ატვირთვის სივრცე)


ამასთანავე, შეეცვალათ სტატუსები შემდეგ მომხმარებლებს (გადაყვანილი არიან შესაბამის ჯგუფებში)

Bacheholor:


BL1nk
ami
mgeluka100
zurikela
Dito Tediashvili
David27
Peso


Magister
Ania
Chamoxeuli_Bilbordebi
DaDa
David_Talakhadze
fani
gingery
John
KAKHABERA
LELUCHI
Levan Chkonia
Levan Kipiani
levani7
M I N I
nicalagua
November Rain
Owl
safo
Squirrel





Aspirant:

chaba
Flyer
h2o
L I U
MARIAM
Psixa
sabai
tandila
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Closed TopicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 10th September 2010 - 06:05

ჰოსტინგი Serv.Ge