ალიანსი "Mind Manifest" მიზნად ისახავს თავი მოუყაროს ფოტოებს, რომლებიც ადამიანის შინაგან სამყაროს, მის ფსიქო-ემოციონალურ მდგომარეობას ასახავს. იმას, რასაც ერთი შეხედვით რეალურ ცხოვრებაში ვერ ვხედავთ, მაგრამ ვგრძნობთ. აქ ნახავთ ფოტოებს, რომლებიც გვიჩვენებს ისეთ არაცნობიერ თუ ცნობიერ ასპექტებს, რომელიც გარე თვალისათვის, ხელოვანის კეთილი ნების გარეშე ადვილად მისაწვდომი არ არის. ფოტოგრაფს კი ეს ჩვენამდე ფანტაზიაში შეჩერებული ან შექმნილი წამით მოაქვს.
ალიანსში გაწევრიანებისათვის მსურველმა უნდა მიმართოს ალიანსის დამფუძნებელს PM-ით (პირადი მესიჯის საშუალებით), მომდევნო 48 საათის განმავლობაში ალიანსის დამფუძნებელი და მმართველი განიხილავენ ამ საკითხს და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობებენ პრეტენდენტს.