GRAF.GE

Welcome ( Log In | Register )

 
Closed TopicStart new topic
> ფოტო ტექნიკის გაყიდვის წესი.
Group: Administrators www.graf.ge
post Aug 9 2010, 12:18
Post #1

Group: Administrators
Posts: 149
Joined: 3-December 08
Member No.: 37

დამატება გრაფის წესებში:

მომხარებელს, რომელსაც სურს ფოტოტექნიკის გაყიდვა შესაბამისი თემის გახსნის და პოსტის გაკეთების უფლება ეძლევა მხოლოდ ორ თვეში ერთხელ. დაშვებულია ერთი მომხმარებლის მიერ ერთ თემაში მხოლოდ ერთი კომპლექტის გასაყიდად გამოტანა.

გრაფი ყველა ფოტომოყვარულს აძლევს საშუალებას გაყიდოს საკუთარი ფოტო-ტექნიკა, ხოლო ფოტო-ტექნიკით სავაჭრო საქმიანობის წარმოება არის საიტის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების საგანი.

იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ძნელია ზუსტად დავადგინოთ მომხარებელი მართლაც საკუთარ ფოტოტექნიკას ყიდის თუ იგი უბრალოდ ვაჭრობს ამ საგნით, გრაფმა მიიღო გადაწყვეტილება და დააწესა ზემოაღნიშნული შეზღუდვა. თუ მომხარებელი 2 თვის განმავლობაში მეორე თემას გახსნის ან პოსტს გააკეთებს წინა თემის/პოსტისგან განსხვავებული ფოტოტექნიკის ერთეულის/კომპლექტის გაყიდვასთან დაკავშირებით, თემა წაიშლება, ხოლო ავტორი მიიღებს სიტყვიერ გაფრთხილებას. გაფრთხილების მიუხედავად, მომხმარებლის მიერ მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ გამოყენებული იქნება ანგარიშის შეზღუდვის სანქცია.

თუ გადაწყვეტილი გაქვთ ფოტოტექნიკით ვაჭრობა და გსურთ გრაფი გახდეს თქვენი პარტნიორი, მისწერეთ ადმინისტრაციის წევრებს და მოელაპარაკეთ მათ:
http://www.graf.ge/index.php?act=members&filter=4
Go to the top of the page
 
+Quote Post

Closed TopicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 22nd November 2017 - 22:18