GRAF.GE

Welcome ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ქუინი
Group: Student Maria
post Jan 24 2009, 01:17
Post #1

Group: Student
Posts: 1,470
Joined: 5-January 09
Member No.: 349
სახელი გვარი: Maria

ქუინი არის ბრიტანული როკ-ჯგუფი, რომელიც მოღვაწეობდა 1970-1991 წლებში (ფრედი მერკურის გარდაცვალება მიიჩნევა ბენდის არსებობის დასასრულად, მიუხედავად იმისა, რომ 1992 და 1995 წლებში კიდევ ორი ახალი სტუდიური ალბომი გამოვიდა ჯგუფის სახელით) მრავალ ჟანრში: არენა როკი, დისკო, გლამ როკი, მძიმე როკი, მსუბუქი მეტალი, პოპ როკი, პროგრესული როკი, ფსიქოდელიური როკი.

ბენდის გავლენის შესახებ საკუთარ შემოქმედებაზე საუბრობენ: დეფ ლეპარდი, ფუ ფაიტერსი, სტივი ვაი, გრინ დეი, განზ-ენ-როუზიზ, აირონ მეიდენი, ჯუდას პრისტი,მეტალიკა, ჯორჯ მაიკლი, მერილინ მენსონი, მიუზი, My Chemical Romance, სმეშინგ პამპკინსი.

ჯგუფს ჩაწერილი აქვს 15 სტუდიური და 3 Live ალბომი.
ბენდის ლოგო ფრედი მერკურიმ შექმნა ჯგუფის წევრების ასტროლოგიური ნიშნებისა და სხვა სიმბოლიკის გამოყენებით. ეს პირველი ალბომის გამოშვებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. ყველა სიმბოლოს თავისი დატვირთვა აქვს: ორი ლომი ჯონს და როჯერს აღნიშნავს, კიბორჩხალა-ბრაიანს, ორი ფერია კი ფრედის.

მთლიანობაში ლოგო გაერთიანებული სამეფოს გერბისადმი მსგავსებას ამჟღავნებს, განსაკუთრებით კი ლომები განაპირობებენ ამას.
ბენდმა პირველი სტუდიური ალბომი გამოუშვა 1973 წელს, რომლის სახელიც თვითონ ჯგუფის სახელწოდება (Queen) გახლდათ. ეს იყო ალბომი სადაც მძიმე როკი სჭარბობდა და მაშინდელი ამ ჟანრში მოღვაზე გავლენიანი შემსრულებლების ეფექტი ჩანდა. მაგრამ ეს არ ყოფილა არაფერი მიბაძვის მსგავსი. ამ ალბომით ჯგუფი მთელმა ბრიტანეთმა გაიცნო.

მეორე ალბომი 1974 წელს ჩაიწერა და ერთი ცნობილი პრეცედენტისა არ იყოს ალბომების ასეთი ნუმერაციისა, Queen II ერქვა. ეს იყო ბენდის ყველაზე მძიმე ალბომი, რთული ინსტრუმენტალითა და მრავლისმომცველი ლირიკით. ამავე წელს ჯგუფმა ტურნე ჩაატარა აშშ-ში, სადაც მათ დაიმკვირდეს სახელი ძალზედ ენერგიული ლაივ შემსრულებლებისა. მიუხედავად ამისა ამ ქვეყანაში არც მეორე ალბომს მოუტნია ფინანსური წარმატება პირველის მსგავსად.

ასევე 1974 წელს გამოსული ალბომი, Sheer Heart Attack, ჯგუფის მიერ ჩაწერილ პირველ კლასიკად არის მიჩნეული. ალბომი მოიცავდა მეტად მრავალფეროვან კომპოზიციებს, დაწყებული ბალადებიდან მსუბუქი მეტალით დამთავრებული. ალბომს დიდი წარმატება ხვდა წილად აშშ-სა და მთელს ევროპაში. ბრიტანეთის ჩარტებში კი მან პირველი ადგილი დაიკავა. პირველად აქ გაიგეს ბენდის წევრებმა რას ნიშნავდა ფინანსური წარმატება. ალბომში შესული სიმღერის, Stone Cold Crazy, ქავერ ვერსიისათვის მოგვიანებით Metallica-მ გრემი დაიმსახურა. Def Leppard-ის ერთ-ერთმა წევრმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ამ ალბომის პირველად მოსმენისას საჭესთან იჯდა და იმდენად გაერთო და იმდენად მოექცა მუსიკის გავლენის ქვეშ, რომ საგზაო პატრულმა გააჩერა და გამოკითხვა დაუწყო, ნამდვილად კარგად გრძნობდა თავს თუ არა.

ამ ყველაფერს 1975 წელს A Night At The Opera-ს გამოსვლა მოყვა. ალბომი გამოვიდა ისეთი ნამუშევრების პარალელურად როგორებიცაა Led Zeppelin - Phisical Graffiti, Rainbow - Ritchie Blackmore's Rainbow, Deep Purple - Come Taste The Band, Pink Floyd - Wish You Were Here, Black Sabath - Sabotage... და მაინც ჰიტი გახდა მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია Bohemian Rhapsody, რომელიც ფრედი მერკურის ეკუთვნის და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველა დროის საუკეთესო სიმღერად ითვლება დღემდე. ასევე მნიშვნელოვანი სიმღერაა Love Of My Life, რომელის განსაკუთრებულ ჟღერადობაც ბრაიან მეის 12 სიმიანი აკუსტიკური გიტარის დამსახურებაა.
ჰანოვერი, 1979 წელი

1976 წელს ჩაწერილი ალბომი A Day At The Races, ძალიან ჰგავს ყდითაც და შიგთავსითაც მის წინამორბედს. ალბომი მიჩნეული იქნა როგორც A Night At The Opera-ს გაგრძელება და დიდი გახმაურება მოყვა. მასში შესული სიმღერა Somebody To Love ყურადღებას იქცევს გასაოცარი გუნდური ხმოვანებით. ამავე წელს ქუინმა ჩაატარა კონცერტი Hyde Park-ში, რომელსაც ოფიციალურად 150 000 ადამიანი დაესწრო, არაოფიციალური მონაცემებით კი დამსწრეთა რიცხვი 180 000-ს აღწევდა.

1977 წელს გამოსულ ალბომს News Of The World კრიტიკოსები საკმაოდ მკაცრად შეხვდნენ, მოგვიანებით კი 70-იანების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ალბომად შერაცხეს ჰარდ როკში. ალბომმა დიდი გავლენა მოახდინა Arena Rock-ის შექმნაზე. ის შეიცავდა ისეთ ჰიტებს როგორებიცაა We Are The Champions და We Will Rock You-ს. ორივე მათგანი შეყვანილია საერთაშორისო სპორტული ჰიმნების სიაში.

1978 წელს დღის სინათლე შემდეგმა სტუდიურმა ალბომმა იხილა. ეს იყო Jazz. ალბომში შესულია ისეთი ცნობილი სიმღერები როგორებიცაა: Fat Bottomed Girls, Bicycle Race, Don't Stop Me Now, Mustapha... მაგრამ არცერთი მათგანი არაა ჯაზის სტილში შესრულებული. ამაზე Rolling Stones-მა დაწერა: "ქუინს არ აქვს საკმარისი წარმოსახვა ჯაზის დასაკრავად, ამის გამო ქუინს არ აქვს წარმოსახვა Rock N' Roll-ის დასაკრავადაც".

1979 წელს ჯგუფს სტუდიური ალბომი არ გამოუშვია, მაგრამ მაინც წარმატებული მოღვაწეობის წლად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ბენდი მომავალ წელს გამოსაშვებ ალბომზე მუშაობდა. პარალელურად გამოვიდა პირველი Live ალბომი Live Killers, რომელიც ორ გზის გახდა პლატინის ალბომი აშშ-ში. ამავე წელს გამოვიდა მეტად წარმატებული სინგლი, Crazy Little Thing Called Love, რომელიც ელვის პრესლის სტილში იყო შესრულებული და დიდი მოწონება დაიმსახურა მსმენელებისაგან.
ბენდმა ახალი ათწლეული კომერციულად საკმაოდ მომგებიანი ალბომით დაიწყო. 1980 წელს გამოიცა ალბომი The Game. ის ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაყიდვადი ალბომია ჯგუფის ისტორიაში. ის შეიცავდა რამოდენიმე სიმღერას რომლებიც მოგვიანებით აბსოლუტური ჰიტები გახდნენ: Crazy Little Thing Called Love, Another One Bites The Dust... ალბომი აშშ-ში ჩარტების პირველ ადგილზე რჩებოდა 4 კვირის განმავლობაში და 4 გზის პლატინადაც იქცა ამ დროის განმავლობაში. მუსიკის ისტორიაში ეს ერთადერთი ალბომია, რომელმაც ერთდროულად დაიკავა პირველი ადგილი Billboard Rock, Dance და R&B ჩარტებში. ამ ალბომში გამოჩნდა სინთეზატორი პირველად.

ამავე 1980 წელს გამოვიდა მხატვრული ფილმი Flash Gordon, რომლისთვისაც ჯგუფმა სრული საუნდტრეკების ალბომი ჩაწერა.

1981 წელს ქუინმა პირველი დუეტი ჩაწერა. ეს იყო დევიდ ბოუისთან ერთად შესრულებული სიმღერა Under Pressure. ყველაფერი ძალიან სპონტანურად მოხდა, როცა Bowie შემთხვევით მოხვდა ხმის ჩამწერ სტუდიაში სადაც ბენდი მუშაობდა. თანამშრომლობის შედეგი შესანიშნავი გამოდგა და სიმღერამ ადვილად მიაღწია პირველ ადგილს ბრიტანეთის ჩარტებში. ამავე წელს გამოვიდა ნაკრები სიმღერების ალბომი Greatest Hits. ალბომი ბრიტანეთის ყველა დროის ყველაზე დაყიდვად ალბომად იქცა. ის მთლიანობაში 5 407 587 ეგზემპლარად გაიყიდა, რაც 600 000 ცალით მეტია ვიდრე უახლოესი კონკურენტის, ბითლზის Sgt Pepper's Lonely Hearts Club Band–ის, გაყიდვები.
1982 წელს გამოვიდა Funk ალბომი Hot Space. ალბომში შესულია დუეტი Under Pressure, და სხვა არანაკლებ საინტერესო სიმღერები.

1983 წლის განმავლობაში ბენდმა უარი თქვა ყველა ტურნეში მონაწილეობაზე თუ ალბომის გამოშვებაზე და მთლიანად გადაერთო ახალი ალბომის ჩაწერაზე რომელიც მომავალ წელს გამოვიდა.

1984 წელს გამოიცა ალბომი The Works. ალბომში დანარჩენებთან ერთად შედიან: Radio Ga Ga და I Want To Break Free. მიუხედავად ამისა ალბომს დიდი ფინანსური წარმატება არ მოყოლია.

1985 წელს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო როკ ფესტივალში Rock In Rio და 325 000 მაყურებლის წინაშე წარსდგა. ამავე წელს გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი უემბლის სტადიონზე სახელწოდებით Live Aid რომელიც სერ ბობ გელდოფის ინიციატივით ჩატარდა. მთელი შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდა. ქუინი იყო ერთადერთი ბენდი ვისაც თავიანთი გამოსვლის ვიდეო გადაღების უფლება მისცეს. როგორც მაშინ ამბობდნენ ქუინმა მთელი შოუ "მოიპარა".

1986 წელი ალბათ საუკეთესო იყო ბენდის ისტორიაში. გამოვიდა ალბომი A Kind Of Magic. ალბომი შეიცავდა მრავალ გახმაურებულ სიმღერას: A Kind of Magic, Friends Will Be Friends. ასევე ოფიციალურ საუნდტრეკებს მხატვრული ფილმიდან Highlander: Who Wants to Live Forever და Princes of the Universe. ასევე ამავე წელს გამოვიდა მეორე Live ალბომი Live Magic. ამ წელს ბენდმა მოაწყო არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტურნე The Magic Tour. ტურნეს განმავლობაში კონცერტებს დაესწრო 1 მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის 400 000 მხოლოდ დიდი ბრიტანეთში, რაც იმ დროისათვის რეკორდი იყო. ამ წელს უემბლიზე გამართული კონცერტი, რომელაც 120 000 მაყურებელი დაესწრო, საოცრად შთამბეჭდავი სანახაობა იყო. კონცერტის აუდიო ვერსია 1992 წელს გამოიცა.

1989 წელს ალბომი The Miracle იქნა გამოცემული. I Want It All, Breakthru, The Invisible Man, Scandal, The Miracle და სხვები აღიარებულ ჰიტებად იქცნენ. ბენდმა უარი თქვა ალბომის მხარდასაჭერი ტურნეს ჩატარებაზე, რითაც ისარგებლეს ჟურნალისტებმა და დაიწყეს საუბარი ბენდის დაშლის შესაძლებლობებზე. ასევე გაჩნდა მოსაზრებები ფრედი მერკურის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. ამ ალბომის შემდეგ ჯგუფმა შეცვალა სიმღერების წერის ტაქტიკა. თუ აქამდე რომელიმე კონკრეტულ სიმღერას ერთი წევრი წერდა და დანარჩენები მას მხოლოდ ეხმარებოდნენ საბოლოო პროდუქტის ჩამოყალიბებაში, ახლა უკვე ყველა ახალ ნამუშევარს მთლიანად ქუინის ერთობლივ ნამუშევრად აცხადებდნენ.
1991 წელს გამოვიდა ალბომი Innuendo. ალბომი მრავალ შესანიშნავ ნამუშევარს შეიცავდა. აღსანიშნავია ულამაზესი სიმღერა Innuendo, რომელშიც შესანიშნავი გიტარის პარტია და რამდენიმე გადასვლაა. ასევე I'm Going Slightly Mad, Headlong, The Show Must Go On რომლებიც მოგვიანებით ჰიტებად იქცა. ლაპარაკი ფრედის ავადმყოფობის შესახებ კიდევ უფრო გახშირდა. ამავე წელს გამოიცა მეორე ნაკრები ალბომი Greatest Hits II.

1991 წლის 23 ნოემბერს ფრედიმ საჯაროდ გამოაცხარა რომ მას შიდსი ჰქონდა. ამ განცხადებინ 24 საათის გასვლის შემდეგ, 24 ნოემბერს, იგი 45 წლის ასაკში, ლონდონში, საკუთარ სახლში მშვიდად გარდაიცვალა უახლოესი ხალხის გარემოცვაში. იგი ზოროასტრიანული წესით დაკრძალეს, კრემაცია ჩაუტარეს და ფერფლი ერთ-ერთ ტბაზე მოაბნიეს მშობლიურ ზანზიბარში.

1992 წელს უემბლიზე ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი The Freddie Mercury Tribute Concert. მასში მონაწილეობას იღებდნენ ბენდის ცოცხალი 3 წევრი და უამრავი მსოფლიო დონის ვარსკვლავი. კონცერტის 92 000 ბილეთი გაყიდვის დაწყებიდან 6 საათში გათავდა. კონცერტი შესულია გინესების რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე შემოსავლიანი საქველმოქმედო კონცერტი რომელიც ერთ ადამიანს მიეძღვნა. ამოღებულმა ფულმა 20 000 000 ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

1995 წელს უკანასკნელი სტუდიური ალბომი Made In Heaven გამოიცა. ალბომში შესულია ისეთი კომპოზიციები რომლებიც ჩაწერილი იყო მაგრამ რაღაც მიზეზების გამო არ იყო გამოცემული. მასში შესულია ისეთი სიმღერები როგორებიცაა: You Don't Fool Me, Too Much Love Will Kill You, Made In Heaven...






http://www.youtube.com/watch?v=iikKzQwgBJc smile.gif smile.gif tongue.gif biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Aspirant Nino Baidauri
post Jan 24 2009, 01:19
Post #2

Group: Aspirant
Posts: 6,064
Joined: 30-December 08
Member No.: 88

mechvenaba kitxvis nishnit.gif

მარია, შენ აღარ ხუმრობ ხომ იცი.

lol.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Aspirant Oshkhe
post Jan 24 2009, 01:20
Post #3

Group: Aspirant
Posts: 16,295
Joined: 25-November 08
From: vagadugu
Member No.: 30

ბოიმეეეეეეეეეეეე, ნეტამც გარდავიცვალო რა


--------------------
სად წავიდა არ დაუბარებია...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Student Maria
post Jan 24 2009, 01:20
Post #4

Group: Student
Posts: 1,470
Joined: 5-January 09
Member No.: 349
სახელი გვარი: Maria

ციტატა(gingery @ Jan 24 2009, 01:19) *
mechvenaba kitxvis nishnit.gif

მარია, შენ აღარ ხუმრობ ხომ იცი.

lol.gif


tongue.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Master Dito Tediashvili
post Jan 24 2009, 01:23
Post #5

Group: Master
Posts: 3,141
Joined: 7-January 09
Member No.: 435
სახელი გვარი: Dito Tediashvilii

ეეეჰ ის უბედური მაგრად მღეროდა მარა მაგარი პიდჩO იყო lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
არა ქუინი იყო არის და იქნება ძალიან მაგარი 3.gif


--------------------
You'll remember me when the west wind moves
Upon the fields of barley
You'll forget the sun in his jealous sky
As we walk in fields of gold
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Aspirant Nino Baidauri
post Jan 24 2009, 01:30
Post #6

Group: Aspirant
Posts: 6,064
Joined: 30-December 08
Member No.: 88

ჯერ ეს ერთი, "პიდჩო" არ იყო, ბისექსუალი იყო. ცილს ნუ სწამებ და დამსახურებას ნუ უკარგავ tongue.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Student Maria
post Jan 24 2009, 01:34
Post #7

Group: Student
Posts: 1,470
Joined: 5-January 09
Member No.: 349
სახელი გვარი: Maria

კარგით რა ის უკვე უდიდესი ისტორია და ლეგენდაა ნუ უწოდებთ "პიდჩო" და ესეთებს wesebi.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Master HocusPocus
post Jan 24 2009, 01:36
Post #8

Group: Master
Posts: 3,807
Joined: 25-December 08
Member No.: 64
სახელი გვარი: David Giorgadze

Dito Tediashvili,
რა ნიშნის მოგებით ლაპარაკობ smile.gif
მემგონი არ არის ლამაზი (:

Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Master Dito Tediashvili
post Jan 24 2009, 01:55
Post #9

Group: Master
Posts: 3,141
Joined: 7-January 09
Member No.: 435
სახელი გვარი: Dito Tediashvilii

მემგონი ვიხუმრე raari kitxvis nishnit.gif
ქუინი ერთერთი ჩემი საყვარელი ჯგუფია ... smile.gif


--------------------
You'll remember me when the west wind moves
Upon the fields of barley
You'll forget the sun in his jealous sky
As we walk in fields of gold
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Aspirant Nino Baidauri
post Jan 24 2009, 01:59
Post #10

Group: Aspirant
Posts: 6,064
Joined: 30-December 08
Member No.: 88

არადა ჩვენც ვიხუმრეთ, ნუ მე პირადად biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Master HocusPocus
post Jan 24 2009, 02:03
Post #11

Group: Master
Posts: 3,807
Joined: 25-December 08
Member No.: 64
სახელი გვარი: David Giorgadze

Dito Tediashvili,
lotebi.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Master Dito Tediashvili
post Jan 24 2009, 02:04
Post #12

Group: Master
Posts: 3,141
Joined: 7-January 09
Member No.: 435
სახელი გვარი: Dito Tediashvilii

ციტატა(HocusPocus @ Jan 24 2009, 02:03) *
Dito Tediashvili,
lotebi.gif

xelitqo.gif gagvimarjos.gif


--------------------
You'll remember me when the west wind moves
Upon the fields of barley
You'll forget the sun in his jealous sky
As we walk in fields of gold
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Student iato
post Jan 24 2009, 14:18
Post #13

Group: Student
Posts: 660
Joined: 30-December 08
From: Tbilisi
Member No.: 100
სახელი გვარი: ia melitauri

ფარუხ ბულსარა იგივე ფრედი მერკური დაიბადა სპარსი ოჯახის ბომისა და უერ ბულსარების ოჯახში 1964 წლის 5 სექტემბერს ზანზიბარას არქიპელაგში. ტანზანიის სანაპიროდან არც ისე შორს ანუ ახლოს რა biggrin.gif მამაისი მუშოპაბდა სახლემწიფო სამსახურში ასე ვთქვათ მტავარი მოსამართლე ბრიტანეთის სახელმწიფოში. პირველად მერკურიმ პოპულარობას გემო გაუსინჯა, როდესაც ადგილობრივმა ფოტოგრაფმა გადაუღო ფოტო და გამოფინა ვიტრინაში რათა კონკურსშI მოეპოვებინა პრიზი. 5 წლის ასაკში ფრედიმ დწიყო ზანზიბარის მისიონერულ სკოლაში, რომელსაც მფარველობდა ბრიტანული სამღვდელოება.
ბატონი ბულსარას(მამა) სამსახური გულისხმობდა მთელს ინდოეთში მოგზაურობას. 1954 წელს 6წლის ასაკში გაგზავნეს პანჩგანში St. Peter-ის სახელობის ინგლისურ სკოლა ინტერნატში.ბომბეიდან 50 მილში. ზუსტად იქ უწოდეს მეოგბრებმა ფრედი მერკური, რომელიც ოჯახმაც მიიღო.
ფრედი კარგი სპორტსემნი იყო. 20წლის ასაკშI ის დააჯილდოეს სასკოლო სიგელით Junior All-rounder (ბევრ სფეროში წარმატებეის გამო).
ფრედი გაგიჟებული იყო მუსიკაზე. ის ცანაწრებეს უსმენდა ოჯახის ძველ ფირსაკრავზე. ფრედისთვის ხელმისაწვდომი იყო ინდური მუსიკა, თუმცა იყო ზოგი დასავლეთისაც . მას შეეძLო ყველაფრის სიმრეა და სწავლას ერჩია.
წმ.პეტრეს სკოლაშI ყოფნის დროს მან ჩამოაყალიბა თავისი პირველი როკ-ჯგუფი the Hectics. ისინი მხოლოდ სასკოლა დღესასწაულებზე უკრავდნენ. მათ არ აძლევდნენ უფლებას დაეკრათ შეკვეთით. სოლფეჯიოში მეცადინეობა ფრედის წაადგა და უკვე მისი განუშორებელი თეატრალური ხელოვნების გრძნობა იყო თვალნათელი- ის ასრულებდა დავალებას ორიგინალურად და ტალანტურად.
1964 წელს ბულსარების ოჯახი გააძევეს ზანზიბარიდან პოლიტიკური ღელვების გამო, ფელთჰამში მიდლეკსში. 1966წელს სექტემბერში ფრედი მერკური დარეგისტრირდა ილინგის ხელოვნების კიოლეჯში გრაფიკული ილუსტრაციების კურსზე.

ძალიან მოკლედ ბიოგრაფია smile.gif


--------------------
ВОТ И ЛЕТО ПРОШЛО, СЛОВНО И НЕ БЫВАЛО, НА ПРИГРЕВЕ ТЕПЛО, НО И ЕТОГО МАЛО, ВСО ЧТО СБЫТЬСЯ МОГЛО...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Administrators beshqena
post Jan 24 2009, 17:18
Post #14

Group: Administrators
Posts: 6,887
Joined: 30-November 08
From: Tbilisi, Georgia
Member No.: 32
სახელი გვარი: Beka Kokaia

მე ქუინის ყველა ალბომი მაქვს tongue.gif


--------------------
http://www.facebook.com/muZika.Band
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Student sali barrett
post Jan 24 2009, 17:41
Post #15

Group: Student
Posts: 526
Joined: 11-January 09
From: saxli
Member No.: 560
სახელი გვარი: ssssssssssss

რა არი ამხელა ბიოგრაფიებს რო წერთ
ნეტავ ვინმე კითხულობს
?
biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Student iato
post Jan 24 2009, 17:42
Post #16

Group: Student
Posts: 660
Joined: 30-December 08
From: Tbilisi
Member No.: 100
სახელი გვარი: ia melitauri

ვისაც აინტერსებს ის წაიკითხავს smile.gif
ბეშქენ რა იყო მეც მაქვს biggrin.gif


--------------------
ВОТ И ЛЕТО ПРОШЛО, СЛОВНО И НЕ БЫВАЛО, НА ПРИГРЕВЕ ТЕПЛО, НО И ЕТОГО МАЛО, ВСО ЧТО СБЫТЬСЯ МОГЛО...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Student Maria
post Jan 24 2009, 18:03
Post #17

Group: Student
Posts: 1,470
Joined: 5-January 09
Member No.: 349
სახელი გვარი: Maria

ციტატა(beshqena @ Jan 24 2009, 17:18) *
მე ქუინის ყველა ალბომი მაქვს tongue.gif


gavcitldi.gif მომყიდე რა ეგ კოლექცია eh.gif lol.gif ოდესმე თუ დააპურებ გაყიდვას მყიდველი მე ვიქნები იცოდე დამიკავშირდი smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Administrators beshqena
post Jan 25 2009, 00:11
Post #18

Group: Administrators
Posts: 6,887
Joined: 30-November 08
From: Tbilisi, Georgia
Member No.: 32
სახელი გვარი: Beka Kokaia

Maria,
biggrin.gif

ელექტრონული ვერსიებიც მაქვს, მაგრამ ძირითადად კასეტებზე და "პრაიგრივატელის" ფირფიტებზე 3.gif


--------------------
http://www.facebook.com/muZika.Band
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Student Maria
post Jan 25 2009, 22:32
Post #19

Group: Student
Posts: 1,470
Joined: 5-January 09
Member No.: 349
სახელი გვარი: Maria

gavcitldi.gif მომყიდე რაააააააა eh.gif biggrin.gif მეც მინდა ,ნუ მაინც ვიყიდი ვიპოვი აქ რომელიმე მოხუც კოლექციონებს tongue.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Student lolski
post Jan 26 2009, 05:52
Post #20

Group: Student
Posts: 28
Joined: 14-January 09
From: CalvinGrad
Member No.: 661
სახელი გვარი: lolski lolskimetqi

რა კოშმარია ეს ქუინი? რატომ ქუინი და არა ქვინი?
ქუი ფრანგულად ტესტიკულს ნიშნავს და საშინლად მჭრის ყურს ^^


--------------------
<DigiGnome> Real life should have a fucking search function, or something.
<DigiGnome> I need my socks.
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 15th December 2018 - 01:12