GRAF.GE

Welcome ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Oct 25 2012, 22:30

Group: Master
Posts: 2,838

გაიყიდა
  Forum: გასაყიდი ფოტოტექნიკა · Post Preview: #127726 · Replies: 4 · Views: 3,250

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Oct 18 2012, 14:10

Group: Master
Posts: 2,838

300 ლარი
  Forum: გასაყიდი ფოტოტექნიკა · Post Preview: #127637 · Replies: 4 · Views: 3,250

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Oct 11 2012, 20:20

Group: Master
Posts: 2,838

350 ლარი
  Forum: გასაყიდი ფოტოტექნიკა · Post Preview: #127525 · Replies: 4 · Views: 3,250

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Oct 7 2012, 15:51

Group: Master
Posts: 2,838

UP

400 ლარი
  Forum: გასაყიდი ფოტოტექნიკა · Post Preview: #127453 · Replies: 4 · Views: 3,250

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Oct 4 2012, 16:56

Group: Master
Posts: 2,838

აპარატი არის სულ ახალი (გაუხსნელი, მიდევს ყუთში).
16.1 მეგაპიქსელი.
იღებს ვიდეოს Full HD ხარისხში.
აქვს wi-fi ფოტოების პირდაპირ გასაზიარებლად ინტერნეტში.
აქვს touch-screen (ღილაკების ნაცვლად ყველა ფუნქცია აქვს ეკრანზე სენსორებზე).

ფასი 450 ლარი

სურვილის შემთხვევაში მომწერეთ PM-ში ან დამირეკეთ ნომერზე 593 782 182

http://www.google.com/imgres?imgurl=http:/...Ag&dur=4757
  Forum: გასაყიდი ფოტოტექნიკა · Post Preview: #127418 · Replies: 4 · Views: 3,250

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Feb 10 2012, 17:30

Group: Master
Posts: 2,838

ციტატა(Autmn @ Feb 10 2012, 02:41) *
2000ევროდ რომელ აპარატს მირჩევთ?

ცოტაც დაამატე და canon eos 5D mark II-ზე ნაკლები არ იყოდო, ჩემი რჩევა იქნება.
  Forum: ფლეიმი ფოტოგრაფიის თემაზე · Post Preview: #122202 · Replies: 1225 · Views: 413,376

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Jan 24 2012, 17:39

Group: Master
Posts: 2,838

განათებას გააჩნია და რას იღებ კიდევ. აისოც, დიაფრაგმაც და დაყოვნების სიჩქარეც ინდივიდუალურია ვითარების შესაბამისად. ასე ვერ განსაზღვრავ.
  Forum: ფლეიმი ფოტოგრაფიის თემაზე · Post Preview: #121767 · Replies: 12 · Views: 8,843

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Jan 24 2012, 02:22

Group: Master
Posts: 2,838

ციტატა(sallome duduchava @ Jan 23 2012, 20:22) *
დაყოვნება და გახსნილი დიაფრაგმა რომ არ ვიცი რას ნიშნავს gavcitldi.gif

რა აპარატით იღებ?
  Forum: ფლეიმი ფოტოგრაფიის თემაზე · Post Preview: #121756 · Replies: 12 · Views: 8,843

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Jan 23 2012, 19:56

Group: Master
Posts: 2,838

დაყოვნება, გახსნილი დიაფრაგმა, ზომიერი iso. დანარჩენი პრაქტიკის ამბავია 3.gif
  Forum: ფლეიმი ფოტოგრაფიის თემაზე · Post Preview: #121744 · Replies: 12 · Views: 8,843

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Jan 23 2012, 19:55

Group: Master
Posts: 2,838

ციტატა(mado @ Jan 23 2012, 16:33) *
SCOUT მადლობააა : ****

არაფრის smile.gif
  Forum: ფლეიმი ფოტოგრაფიის თემაზე · Post Preview: #121743 · Replies: 6 · Views: 5,517

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Jan 22 2012, 17:17

Group: Master
Posts: 2,838

1. ყოველთვის შეეცადეთ ცხოველი გადაიღოთ ბუნებრივი განათების პირობებში. მოერიდეთ "ვსფიშკის" გამოყენებას, მას, გარდა იმისა, რომ შეუძლია გააფუჭოს თვალის გამოსახულება (red-eye), ასევე, აშინებს ცხოველს და შეუძლებელს ხდის მათ სახეზე აღბეჭდილი ბუნებრივი ემოციის აღბეჭდვას.
2. ყოველთვის ეცადეთ თვალები გამოსახული იყოს მკვეთრად (შესაძლებელია თვალების ხელოვნური დაშარპვაც ფოტოშოფით). ცხოველთა თვალები (ადამიანებისაგან განსხვავებით) ყოველთვის ბუნებრივ ემოციებს გამოხატავენ და ამ მხრივ ძალიან საინტერესონი არიან ფოტოგრაფისათვის. სანამ ფოტოს გადაუღებდეთ ცხოველს, დარწმუნდით, რომ თვალები ზუსტად გაქვთ ფოკუსირებული.
3. ძალიან მნიშვნელოვანია (შინაური ცხოველების გადაღებისას) არ გამოიყვანოთ ისინი თავიანთი კომფორტული ზონიდან, მათთვის დაძახების მაგივრად, თქვენ თვითონ მიდით მასთან შეუმჩნევლად, ისე რომ არ შეაწუხოთ. დაიმახსოვრეთ: ცხოველის გადაღება ყოველთვის სჯობს ქვემოდან, ვინაიდან ჩვენ მათ ყოველთვის ზემოდან დავცქერით, ადამიანის თვალისათვის უფრო საინტერესოა ფოტოზე მათი ხილვა ქვემოდან. ასე უფრო კარგად ჩანს მათი შინაგანი სამყარო.
4. თუკი თქვენს საკუთარ შინაურ ცხოველს უღებთ ეცადეთ დააფიქსიროთ ისინი მათი ყველაზე საყვარელი საქმიანობისას (თუ ზარმაცია - მთქნარებისას, თუ თამაში უყვარს - თამაშისას ა.შ.).
5. ეცადეთ კადრი შეავსოთ ხოლმე ცხოველის სახითა და ბეწვით, რაც მათ ყველაზე საინტერესო და ლამაზი აქვთ. გადაიღეთ რაც შეიძლება ახლოდან.
6. ყველაზე ეფექტური პორტრეტები ცხოველებისა გამოდის მაშინ, როდესაც ისინი რაიმეთი გაკვირვებულნი არიან. შეეცადეთ ხშირად შეუქმნათ მათ ასეთი მომენტი და ზუსტად იმ დროს აღბეჭდოთ ისინი ფოტოზე.
7. ცხოველების ფოტოგრაფია ძალიან დიდ მოთმინებას მოითხოვს. არც თუ ისე ადვილია მათი ერთ ადგილას გაჩერება, თქვენთვის ხელსაყრელ პოზიციაში ჩაყენება. ამიტომ კარგი იქნება თუ დააკვირდებით მათ და ისწავლით მათ როდის რა უხარიათ და რა უკვირთ, რათა ზუსტად იმ მომენტების აღბეჭდვა შეძლოთ. არ დაკარგოთ ბევრი დრო და არ დახარჯოთ ენერგია.
8. არ მოერიდოთ ექსპერიმენტებს (ცხოველთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფთხო ექსპერიმენტებს, რაღა თქმა უნდა biggrin.gif ). სცადეთ სხვადასხვა განათება, კუთხე და ა.შ.

გმადლობთ ყურადღებისათვის!

სკან სკაუტი
  Forum: ფლეიმი ფოტოგრაფიის თემაზე · Post Preview: #121712 · Replies: 6 · Views: 5,517

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Jan 20 2012, 23:56

Group: Master
Posts: 2,838

ციტატა(xdemiurge @ Jan 20 2012, 23:31) *
მე პირადად მიზიდავს ბუნება, პეიზაჟები, ქალაქის ეფექტური ხედები და მაკრო სამყარო(მაგრამ კარგი მაკრო ლინზა არ მაქვს ჯერჯერობით). კიდე ძაან მაინტერესებს შიშველი ნატურა, მაგრამ ჯერჯერობით არ მქონდა ამ დარგში პრაკტიკა.

ჰოოო, მაგაში პრაქტიკა, ვერაა იოლი მოსაძებნი! biggrin.gif
  Forum: ფლეიმი ფოტოგრაფიის თემაზე · Post Preview: #121670 · Replies: 7 · Views: 6,040

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Jan 20 2012, 18:18

Group: Master
Posts: 2,838

ცხოველების გადაღება თუ გიზიდავს, ეს დაგაინტერესებს მაშინ 3.gif http://www.smashingmagazine.com/2009/02/15...ls-photography/
  Forum: ფლეიმი ფოტოგრაფიის თემაზე · Post Preview: #121649 · Replies: 7 · Views: 6,040

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Jan 20 2012, 16:53

Group: Master
Posts: 2,838

კარგი ხარ! მომეწონა თემა
  Forum: ფლეიმი ფოტოგრაფიის თემაზე · Post Preview: #121645 · Replies: 25 · Views: 18,336

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Jan 20 2012, 16:40

Group: Master
Posts: 2,838

როდესაც ფოტომოყვარული დამწყებია, ათას ჟანრს ედება და ცდილობს ყველაში მოსინჯოს თავისი ძალები. ასე ვიყავით, ალბათ, ყველანი საწყის საფეხურზე (მაგალითად, მე, 5 წელია, რაც ვიღებ, დღემდე ასე ვარ).
ამ თემაში გთხოვთ, გვესაუბროთ, რომელი ჟანრი უფრო გიზიდავთ და რატომ? რა გავლენა იქონია ამ ჟანრმა თქვენი, როგორც ფოტოგრაფის, განვითარებისა და დახვეწის გზაზე? რას ფიქრობთ შესაძლებელია თუ არა ფოტოგრაფი თანაბრად კარგად ფლობდეს ყველა (რამოდენიმე) ჟანრს ერთად?

მიუხედავად ჩემი გალერეისა, რომელიც რამდენიმე განსხვავებულ ჟანრს მოიცავს, ყველაზე მეტად მაინტერესებს ჟანრული/სიუჟეტური ფოტოები, რომლებიც მოითხოვენ განათების, კადრის აგებისა და ფერთა გემოვნებიანი შეხამების კომპლექსურ, ზედმიწევნით შემეცნებას.

ყველას დიდი მადლობა წინასწარ თემით დაინტერესებისა და მასში აქტიური მონაწილეობისათვის!

სკან სკაუტი
  Forum: ფლეიმი ფოტოგრაფიის თემაზე · Post Preview: #121644 · Replies: 7 · Views: 6,040

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Jan 20 2012, 10:03

Group: Master
Posts: 2,838

მე Tazio Secchiaroli მომეწონა ყველაზე მეტად!!! როგორ გარბის... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
  Forum: ფლეიმი ფოტოგრაფიის თემაზე · Post Preview: #121634 · Replies: 10 · Views: 7,068

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Jan 20 2012, 09:58

Group: Master
Posts: 2,838

ციტატა(Arch @ Jan 20 2012, 02:26) *
მადლობ (: SCOUT


წარმატებები მისურვეთ biggrin.gif
მეც ვცდილობ დავიწყო :]

წარმატება

აქვე გთხოვთ სულყველას, დაამატეთ ნებისმიერი სასარგებლო რჩევა, რაც კი გსურთ, რომ გაუზიაროთ დამწყებს ფოტომოყვარულებს და მიგაჩნიათ მათთვის სასარგებლოდ.
  Forum: ფლეიმი ფოტოგრაფიის თემაზე · Post Preview: #121633 · Replies: 6 · Views: 5,328

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Jan 19 2012, 17:38

Group: Master
Posts: 2,838

არაფრის smile.gif
  Forum: ფლეიმი ფოტოგრაფიის თემაზე · Post Preview: #121613 · Replies: 6 · Views: 5,328

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Jan 19 2012, 17:13

Group: Master
Posts: 2,838

1. ნუ შეაჩერებთ არჩევანს მაინც და მაინც ძვირადღირებულ ფოტოკამერაზე. თავისუფლადაა შესაძლებელი კარგი ფოტოების გადაღება იაფფასიანი ტექნიკით. რაც უფრო მეტს გადაიღებთ, მით უფრო მალე მიხვდებით რა სახის ტექნიკა დაგჭირდებათ სამომავლოდ.
2. მაქსიმალურად შეეცადეთ გამოიყენოთ შტატივი გადაღებისას (უკეთესი სიმკვეთრის მისაღებად). კარგი შტატივიც ძვირია, თუმცა არც აქაა აუცილებელი თავიდანვე ძვირიანი შტატივით დაწყება. შტატივთან ერთად გამოიყენეთ ტაიმერის ფუნქციაც, უკეთესი შედეგის მისაღებად.
3. იქონიეთ კამერა სულ თან. ხშირია შემთხვევები, როდესაც კარგი კადრების დაჭერის შესაძლებლობა მოულოდნელად ჩნდება. სასურველია აპარატი სულ თან გქონდეთ ჩანთით (ჩანთა აუცილებელია კამერის უსაფრთხოებისათვის, განსაკუთრებით, თუკი ნესტიან ადგილებში გიწევთ ხშირად ყოფნა/გადაღება).
4. ეცადეთ, დაუყოვნებლივ გააკეთოთ ხოლმე ჩანიშვნები იმ იდეებისა, რომლებიც მოგივათ თავში გადაღებასთან დაკავშირებით. ჩაინიშნეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, მაგალითად, განათება, დაიმახსოვრეთ, როგორი ამინდი იყო, როდესაც დააფიქსირეთ კადრი და მოგეწონათ, რათა ზუსტად იმ პირობებშივე დაუბრუნდეთ ადგილს, ამჯერად უკვე გადასაღებად.
5. ნუ შეაჩერებთ თქვენს არჩევანს მხოლოდ და მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთებზე (და სხვა პრიმიტიულ საგნებზე), ისინი არც თუ ისე საინტერესონი არიან ფოტოგრაფიისათვის. ეცადეთ, დაიჭიროთ საინტერესო მომენტები თქვენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში.
6. ეცადეთ არ შეაჩეროთ სწავლის პროცესი: ფოტოგრაფიის ჰობად ქონა, ნიშნავს განუწყვეტლივ სასწავლო პროცესს. იკითხეთ სხვადასხვა ლიტერატურა ფოტოგრაფიაზე. მე, პირადად, ხშირად ვეცნობი სხვადასხვა სტატიებს, ვაკვირდები და ვარჩევ ცნობილი ფოტოგრაფების ფოტოებს, ა.შ. მაგალითად, შეგიძლიათ აიღოთ www.magnumphotos.ge ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრების სანახავად.
7. ხშირად გადაამოწმეთ ხოლმე თქვენი ფოტოკამერებს ფუნქციები. თანამედროვე ციფრულ კამერებს უამრავი სასარგებლო და მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვთ, მათ შორის ისეთებიც, რომლებზედაც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს. ხშირ-ხშირად ჩაუჯექით ხოლმე თქვენი კამერის ფუნქციებს და ხშირად ამოწმეთ ხოლმე კომპიუტერში თქვენს მიერ გადაღებული ფოტოების ეგზიფები (მონაცემთა ველი). ეცადეთ, ფოტო ყოველთვის გადაიღოთ არა ავტომატურ, არამედ ხელით მართვის რეჟიმში.
8. ეცადეთ გაეცნოთ გადაღების საბაზისო წესებს. იკითხეთ სტატიები განათებაზე, კადრის აგებაზე და ა.შ. ამ მხრივ უამრავი საინტერესო სტატია დევს გრაფის ფორუმზეც. შეგიძლიათ გაეცნოთ!
9. ეცადეთ გადაიღოთ რეგულარულად. დაუთმეთ კვირაში 3-4 დღე (რამოდენიმე საათით). ბევრი პრაქტიკა სწრაფად აყალიბებს ფოტოგრაფულ ხედვას და სწრაფადვე ხვეწს ტექნიკას.
10. არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტებისა. თუ ციფრულ კამერას ფლობთ, ჩათვალეთ, გადაღებისას შეცდომების დაშვება "უფასოა" biggrin.gif ბევრი მცდელობის შემდეგ, აუცილებლად მიხვალთ სასურველ შედეგამდე.

წარმატებას გისურვებთ!

სკან სკაუტი
  Forum: ფლეიმი ფოტოგრაფიის თემაზე · Post Preview: #121611 · Replies: 6 · Views: 5,328

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Jan 5 2012, 01:53

Group: Master
Posts: 2,838

მომწონს თემა და მადლობა ავტორს smile.gif
  Forum: ფლეიმი ფოტოგრაფიის თემაზე · Post Preview: #121147 · Replies: 24 · Views: 32,263

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Dec 28 2011, 14:12

Group: Master
Posts: 2,838

1. პეიზაჟების გადაღების ყველაზე კარგ დროდ პირველი: მიჩნეულია მზის ამოსვლამდე 15-30 წუთი, ამოსვლის შემდეგ დაახლოებით ერთი საათი (გააჩნია მზის სიკაშკაშეს) და მეორე, მზის ჩასვლისას. საქმე იმაშია რომ დღის განმავლობაში მარტო ამ დროს არის თბილი და რბილი შუქი და ჩრდილები, რაც თავის მხრივ იძლევა თითქმის პროფესიონალური გადაღების ხარისხს ვიტყოდი ასე.. ნებისმიერი პროფ. პეიჟაზისტვის ეს წესი ოქროს წესად არის მიჩნეული... ისე რომ თუ ვინმეს უნდა მიუახლოვდეს კლასიკას და გადაიღოს კარგი სურათები ეს წესი უნდა დაიცვას.
2. პირველი წესიდან გამომდინარე, სურათის გადაღების პირობებში სუსტი განათებაა, ამიტომ შტატივის გამოყენება რეკომენდირებული კი არა აუცილებელია, რაც არ უნდა დახვეწილი ხელი გქონდეთ. ხელის თუ აპარატის სულ უმნიშვნელო ამოძრავებაც კი ( მიუხედავად უაღრესად სტაბილიზირებული და დახვეწილი ტექნიკისა )ხარისხს დააკარგვინებს სურათს. რაც უფრო მარალი ხარისხხის შტატივია მით უკეთესია, ხშირად შტატივზე აპარატი კია კარგად დამაგრებული მაგრამ, აპარატს უბრალო ნიავიც კი ამოძრავებს ისე რომ თვალით ვერ ამჩნევ...
3. დილაობით გამთენიისას (და არა საღამოთი) უმრავლეს შემთხვევაში წყალი აკვატორიაში ბასეინში, ზღვაზე.... ბევრად უფრო წყნარია ვიდრე საღამოთი. ამოტომ თუ გინდა მიიღო სარკისებური ანარეკლებიც უმჯობესია დილის სურათების გადაღება.
4. სურათის გადაღების წერტილი. პეიზაჟის პრაქტიკულად ყველა კარგ სურათს აქვს მინიმუმ 3 ელემენტი. პირველი- წინა ხედი, მაგ. ზღვის პეიზაჟის მზის ჩასვლის გადაღებისას, სურათი უნდა იწყებოდეს არა წყლის აკვატორიით არამედ, პლიაჟიდან. პლიაჟი ამ შემთხვევაში- წინა ხედია (ანუ პირველი ელემენტი), მეორე და სურათის ძირითადი ელემენტია თვითონ ზღვა, რომელშიც ირეკლება ჩამავალი მზე, ხოლო მესამე ელემენტია მზე და ღრუბლები ან ცა. (ხშირ შემთხვევაში ბევრ მოყვარულს წინა ხედი ავიწყდებათ), ამიტომ სურათმა რომ გადმოგვცეს პეიზაჟის სილამაზე ისეთი ადგილია მოსაძებნი სადაც სამივე ელემენტის და სურათის მაქსიმალური სიღრმის ჩვენება იქნება შესაძლებელი.
5. ჩანჩქერების გადაღება. თუ გინდათ რომ მიიღოთ წყლის ლამაზად ჩამოსვლის ეფექტი ე. წ. რძე ჩაჩქერზე ან წყლის დინებაზე აუცილებელია მინიმუმ 1-2 წამი სიჩქარე, დაფიქსირდება წყლის მოძრაობა, ხოლო ყველაფერი დანარჩენი დარჩება ისევ ისე როგორც იყო. მაგრამ აქ არის ერთი ლაფსუსი, რომელსაც ბევრი უშვებს. საქმე იმაშია რომ ამ სიჩქარის შესაბამის დიაფრაგმაზეც რომ იყოს ექსპო პარა დაყენებული, ნეგატივზე (მატრიცაზე ) მაინც ძალიან ბევრი შუქი შედის რის გამოც სურათი გამოვა გადათეთრებული. ამიტომ ამ სიტუაციაშიც რეკომენდირებულია სურათის გადაღება დილით ადრე ან მზის ჩასვლის შემდეგ, გარდა ამისა ამ შეთხვევაში კარგია ნეიტრალური სიმკვრივის ფილტრის გამოყენება ( ისიც ამცირებს შუქის ინტენსივობას), ყველაფერი ეს კი იმის საშუალებას იძლევა რომ ობიექტივში შევა იმდენად ცოტა შუქი რომ, გადაღების სიჩქარე დაყენდეს რამოდენიმე წამი. იმ შემთხვევაში თუ ჩანჩქერი ღრმადაა ტყეში და არა გაქვთ ფილტრი კარგია შემდეგი ხერხი - აპარატი მაგრდება შტატივზე, დგება დიაფრაგმის პრიორიტეტი (ან ხელით) და მაქსიმალურად დიდი რიცხვი ფ-16, 22, 36 ( ანუ იმ შემთხვევაში რაც მაქსიმალურად არის დასაშვები), ხოლო სიჩქარე გამომდინარე დიაფრაგმიდან, თუ ცოტა მეტი მოუვიდა ღრმა ტყეში ეს არაა საშიში. ციფრული აპარატის შემთხვევაში შეიძლება რამოდენიმე დუბლის გაკეთება და ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა.
6. ტყის გადაღებისას ერიდეთ ნიადაგის გადაღებას - ნიადაგზე დამპალი ფესვები, ფოთლები, და სრული ქაოსი სრულ კონტრასტში მოდის ხეების და ფოთლების მრავალფეროვნებასთან, რაც ჩააგდებს სურათს და გაგიფუჭებთ კადრს. იშვიათად ნიადაგის გადაღება შესაძლებელია მაშინ როცა ადრე გაზაფხულია , ყვავილების სიმრავლეა და ბალახი ხასხასა და მწვანე ფერისაა. ხეების გადაღება კარგია ღრუბლიან ამინდში, კაშკაშა მზე პირდაპირ კოშმარია ძალიან დიდი კონტრგანათების და სინათლის ინტენსივობის არათანაბარი განაწილების გამო, იშვიათად როცა ტენიან ტყეში მცირე ბოლვის ან ნისლის შემთხვევაში მზის სხივები მხატვრულად ეცემიან ნიადაგს და ქმნიან განსაკუთრებულ ეფექტს.
7. ჰორიზონტის ხაზი. გადაღების დროს სად უნდა გადიოდეს ჰ-ტის ხაზი? ხშირია როცა შეცდომით ამ ხაზსს ბევრი ზუსტად სიმეტრიულად შუაში აყენებს. არასწორია, ასეთი სურათი პოლაროიდით გადაღებულს გავს. ამ შემთხვევაში მთავარია გადაწყვიტოთ თუ რაზე აკეთებთ აქცენტს, მიწაზე თუ ცაზე. თუ ცა ძალიან ლამაზია და მრავალფეროვანია მას უნდა დაეთმოს სურათის 2/3, მიწას 1/3. ხოლო თუ პირიქითაა და მიწა და წყალი უფრო ლამაზია მაშინ ცისა და მიწის განაწილება სრულიად საპირისპიროდ უნდა იყოს. ამ შემთხვევბში სურათს მეტი კოლორიტულობა ეძლევა. ხშირია ისეთი შეცდომები როცა, ლურჯ უღრუბლო ცას სურათის 4/5 უჭირავს და მასზე არაფერი არ არის გამოსახული. ამ შემთხვევაში სჯობია დაირღვეს ეს წესი და სურათის წინა და ძირითად ხედებს 7/8 დაეთმოს ხოლო ცას 1/8.
8. (ეს მეთოდი სამწუხაროდ ,პირადად არ გამომიცდია) თბილი მზის ამოსვლა და ჩასვლა- მოიფიქრა და ,,დააჭაშნიკა’’ ბილ ფორტნიმ. ნიკონის ციფრული ფოტოაპარატის გამოყენებით, თეთრის ბალანსში დგება ვარიანტი დღის სინათლე (Daylight), აწვებით კნოპკას ისრით მარჯვნივ და ხსნით ზუსტ ,,პარამეტრებს” (Fine-tune) (ბოდიში ამ სიტყვაზე) , შეიყვანეთ მონაცემი -3 და ,,ოკ’’. ქენონის შემთხვევაში კი თეთრის ბალანსი უნდა გაითიშოს.
9. გადაღება მთებში.--მთების გადაღება კარგ შედეგს იძლევა მაშინ როცა მას ვიღებთ ისეთი წერტილიდან რომელსაც ჩვეულებრივი ხედვით არ ვხედავთ მაგ: გზიდან ან მთის ძირიდან, ეს ყველასათვის მისაწვდომია და არ იძლევა შესაბამის შეგრძნებებს, ამიტომ მათი გადაღება უფრო ეფექტური ხდება არაორდინალური და უჩვეულო ადგილებიდან, შესაძლებლობის მიხედვით ზევიდან ქვევით, ისეთი გვერდიდან საიდანაც ნაკლებად მისადგომია და პარალელურად ჰორიზინტის ხაზთან. ეს წესი ყვავილებზეც ვრცელდება ოღონდ პირიქით . ყვავილებს ზევიდან ქვევით ვუყურებთ, ასეთი სურათები ცოტა მოსაწყენი გამოდის და არაფრის დემონსტრაციას არ ახდენენ.
10. გადაღება ღრუბლიან ამინდში- ამ შემთხვევაში ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლები ცა გადაიღოთ, როგორც წესი ის გამოდის ნაცრისფერი და ხასიათზე მოქმედებს არაეფექტურად. რა თქმა უნდა ფოტოპროგრამებში შეიძლება მისი მრავალნაირად დამუშავება მაგრამ ის უკვე აკარგინებს სურათს პირვანდელ პეწს.
11. წვიმის შეწყვეტისთანავე, ბევრი ღრუბელია და ერთი ტონი, ხოლო ტყეში ხეებზე მწვანე ფოთლებზე წყლის წვეთების ანარეკლებში ამოწეული ეფექტები. მეორე . თუ ქუხს კიდეც ამ სიტუაციაში ხშირად მოკლე მომენტში წვიმის გადაღებისას ცა პატარა ადგილზე იხსნება და იქმნება განუმეორებელი მზის სხივებით გალამაზებული და დრამატიზმით სავსე მომენტები.
  Forum: ფლეიმი ფოტოგრაფიის თემაზე · Post Preview: #120975 · Replies: 12 · Views: 6,905

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Dec 23 2011, 12:51

Group: Master
Posts: 2,838

აღნიშნული პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ე.წ. "ხმაურის" (noise) რედუქციისათვის (მოსაშორებლად). მისი მართვა მარტივია, უბრალოდ, ვარჩევთ ჩვენთვის სასურველ ფოტოს, რომელსაც ჩავაგდებთ გახსნილ პროგრამაში (ღილაკი "open new image"). ფოტოს, ვაწვებით ღილაკს "Device Noise Profile," შემდეგ მის ქვეშ ავტომატურად გაჩენილ ღილაკს "Auto profile" და ჩვენს ფოტოზე ვხედავთ ლურჯად გამოსახულ კვადრატს, რომელიც ავტომატურად მიუთითებს იმ ადგილზე, სადაც "ხმაური" ყველაზე ჭარბად გვაქვს.
შემდეგ ვაწვებით ღილაკს "Noise Filter Settings", რომელიც "Device Noise Profile"-ის გვერდით გაჩნდა და მარჯვენა ველში ვხედავთ პარამეტრების გასასწორებელ მონაცემებს, დააყენეთ პარამეტრები თქვენთვის სასურველ დონეებზე, დაკლიკეთ ღილაკზე output image, შემდეგ იმის ქვეშ გამოჩენილ ღილაკს Apply და იხილავთ მიღებულ შედეგს, თუკი იგი არ გაკმაყოფილებთ დაუბრუნდით მონაცემების ველს (კვლავს დაკლიკეთ ღილაკზე "Noise Filter Settings") და ცვალეთ პარამეტრები მანამ, სანამ არ მიიღებთ სასურველ შედეგს! შემდგომ "save output image" ღილაკის მეშვეობით შეინახეთ ფოტო!

სკან ჭირიმა, სკან ქუგორლუაფდა!

სკან სკაუტი
  Forum: გადაღების ტექნიკა · Post Preview: #120851 · Replies: 4 · Views: 4,115

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Dec 23 2011, 12:36

Group: Master
Posts: 2,838

გსმენიათ თუ არა რაიმე neat-image-ის შესახებ?
  Forum: გადაღების ტექნიკა · Post Preview: #120850 · Replies: 4 · Views: 4,115

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Dec 10 2011, 13:14

Group: Master
Posts: 2,838

ციტატა(Achi Gegenava @ Sep 9 2011, 01:28) *

ეს ლატვიელია ვიღაცა უეჭველი. ლატვიური ლუდის კათხა უჭირავს biggrin.gif
  Forum: გართობა · Post Preview: #120487 · Replies: 314 · Views: 191,815

User was online during last 24 hours Group: Master SCOUT
Posted on: Jan 26 2009, 18:18

Group: Master
Posts: 2,838

დიდი მადლობა!!!
  Forum: მასტერკლასები · Post Preview: #13657 · Replies: 128 · Views: 100,321

2 Pages V   1 2 >

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 16th October 2019 - 16:31