GRAF.GE

Welcome ( Log In | Register )

> Help Topic
Here is the topic you chose to view
Enter keywords to search for   

> ფოტოკლუბი გრაფის წესები
Here is the topic you chose to view
ფოტოგრაფთა კლუბი "GRAF.GE"-ს ზოგადი წესები

კლუბის საიტის ნებისმიერი მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს და დაემორჩილოს ქვევით მოყვანილ წესებს:
(ის ფაქტი, რომ წესებს არ გაცნობიხართ, არ განთავისუფლებთ მათი დაცვის ვალდებულებისაგან!)

1. კლუბის წევრი და კლუბის საიტის სხვა მომხმარებელი ვალდებულია, დაიცვას კლუბის ზოგადი წესები.
2. კლუბის წევრი და საიტის სხვა მომხმარებელი ვალდებულია, პატივი სცეს როგორც ადმინისტრაციის ყოველ გადაწყვეტილებას, ასევე კლუბის სხვა წევრების შეხედულებებსა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, წესებით დადგენილ ნორმებში.
3. საიტის მომხმარებელი და კლუბის წევრი ვალდებულია, დაიცვას საავტორო უფლებები. (საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევებზე, კლუბის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს.)
4. კლუბის თითოეული წევრისათვის აკრძალულია ერთზე მეტი ანგარიშის ფლობა.
5. კლუბის წევრი ვალდებულია, უზრუნველყოს თავისი ანგარიშის უსაფრთხოება.
6. აკრძალულია ანგარიშის მეორე პირისთვის "გადაცემა", ან ერთი ანგარიშით რამდენიმე მომხმარებლის სარგებლობა. (მოცემულ შემთხვევებში, ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს გაფრთხილების გარეშე შეაჩეროს ანგარიშით სარგებლობა, დროებით ან უვადოდ.)
7. კატეგორიულად აკრძალულია, კლუბის ადმინისტრაციის, მოდერატორთა და კლუბის სხვა წევრთა მიმართ არაკორექტული (უხეში, შეურაცხმყოფელი, უცენზურო, ცინიკური, დამცინავი) და არაეთიკური მიმართვა-დამოკიდებულება, რომელიც აისახება პოსტებსა თუ ფოტონამუშევრებში.
8. აკრძალულია კლუბის ადმინისტრაციისა და მოდერატორთა გადაწყვეტილებების საჯარო განხილვა-გაკრიტიკება.
9. მთელი საიტის მაშტაბით (ფოტო, პოსტი, ავატარი, პირადი გვერდი, ხელმოწერა და ა.შ.)აკრძალულია როგორც ფაშისტური, ნაცისტური, სადისტური, ანტირელიგიური და რასისტული ატრიბუტიკის შემცველი გამოსახულებების განთავსება-გამოყენება, ისე მსგავსი იდეოლოგიის შემცველი მოწოდებებისა და განცხადებების გავრცელება. (გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ სარეპორტაჟო-დოკუმენტური სახის ფოტომასალა.)
10. აკრძალულია ნებისმიერი ეროვნებისა და რელიგიის შეურაცხმყოფელი, ასევე ძალადობის ამსახველი თემების თუ ფოტონამუშევრების განთავსება. (გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ სარეპორტაჟო-დოკუმენტური სახის ფოტომასალა.)
11. აკრძალულია პორნოგრაფიული სახის ფოტოსურათების განთავსება.
12. აკრძალულია პირდაპირი ან ირიბი რეკლამა, ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე.
13. აკრძალულია შანტაჟი, პროვოკაციული განცხადებები, ცრუ ინფორმაციის, ასევე ეროვნებისა თუ რელიგიის შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და მოწოდებების გავრცელება.
14.აკრძალულია ყველა ის ქმედება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და რასაც ითვალისწინებენ საქართველოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები.
15. მოგიწოდებთ, ნუ აჰყვებით პროვოკაციას. არ გამოეხმაუროთ იმ შეტყობინებებს, რომლებიც არ შეესაბამება ფორუმის წესებს.
16. თუ შენიშნეთ დარღვევა, ჩააყენეთ საქმის კურსში ადმინისტრაცია, ან PM-ის საშუალებით დაუკავშირდით რომელიმე მოდერატორს.
17. საიტზე (გალერეა, ფორუმი, ჩეთი) ადმინისტრაციის დავალებით, წესრიგის არსებობას თვალყურს ადევნებს მოდერატორთა ჯგუფი, რომელთაც განსაზღვრულ შემთხვევებში შეუძლიათ როგორც ფოტონამუშევრების, ასევე პოსტების წაშლა, ჩასწორება, თემების დახურვა, მომხმარებელის ექაუნთის ბლოკირება (ან დროებით შეჩერება).
18. კლუბის წესდების ფარგლებში, ადმინისტრაციის ან მოდერატორთა მითითების იგნორირება ან დაუსაბუთებლად და ჯიტად არ შესრულება, წარმოადგენს დასჯად ქმედებას.
19. კლუბის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ.
20. ასევე კლუბის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, შეიტანოს ცვლილებები ან დამატებები წესებში, მომხმარებელთა წინასწარი ინფორმირების გარეშე.

გალერეის წესები

ფოტოგრაფთა კლუბი "GRAF.GE"-ს ზოგად წესებთან ერთად, კლუბის ფოტოგალერეაში მოქმედებს შემდეგი წესები:

1. ფოტონამუშევარი უნდა აიტვირთოს შესაბამის თამატურ გალერეაში.
2. ფოტონამუშევრების კომენტირების დროს, აკრძალულია მოდელის კრიტიკა და მის მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფა.
3. კატეგორიაში "სარეკლამო ფოტო" განთავსებულ ფოტონამუშევარზე, დაშვებულია კომპანიის სახელის და მისი ვებ-გვერდის მისამართის გრაფიკული გამოსახვა.
4. ფოტონამუშევრის სათაურსა და აღწერაში ვებ-გვერდის მისამართის ან სხვა სარეკლამო განცხადების მისათითებლად, აუცილებელია ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმება.
5. გალერეაში განსათავსებელი ფოტონამუშევრის მინიმალური ზომა ჰორიზონტალურ კადრზე არ უნდა იყოს 500 პიქსელ - 333 პიქსელზე ნაკლები.
6. გალერეაში განსათავსებელი ფოტონამუშევრის მაქსიმალური ზომა ჰორიზონტალურ კადრზე არ უნდა აღემატებოდეს 1600 პიქსელი - 1200 პიქსელს.
7. გალერეაში განთავსებული ფოტოს შეფასება შეუძლიათ - Student, Bachelor, Master, Aspirant, Professor, VIP, Moderator, GRAF, Administrators ჯგუფის წევრებს.
8. გალერეის პოსტებში ეგრეთწოდებული "სმაილიკები" არ უნდა აღემატებოდეს 10 სიმბოლურ ერთეულს.

შენიშვნა: ასევე გთხოვთ გაეცნოთ გალერაში ასატვირთი ფოტოს ტექნიკური მახასიათებლებსა და რეკომენდაციებს.

ფორუმის წესები:

ფოტოგრაფთა კლუბი "GRAF.GE"-ს ზოგად წესებთან ერთად, კლუბის ფორუმზე მოქმედებს შემდეგი წესები:

1. კლუბის ფორუმზე ახალი თემა უნდა გაიხსნას შესაბამის თემატურ განყოფილებაში.
2. თემის სათაური და აღწერა გარკვევით უნდა ასახავდეს, თემის შინაარსს.
3. აკრძალულია ერთი და იგივე შინაარსის ერთზე მეტი თემის გახსნა.
4. ნებისმიერ გახსნილ თემაში, აკრძალულია არათემატური პოსტების (off ტოპიკების) განთავსება. გთხოვთ ისაუბროთ თემაზე და მხოლოდ მის გარშემო.
5. ფორუმის პოსტებში ეგრეთწოდებული "სმაილიკები" არ უნდა აღემატებოდეს 10 სიმბოლურ ერთეულს.

შენიშვნა: სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ, კლუბის ფორუმზე ფოტოტექნიკის შეძენის ან გაყიდვის წესებს.

განყოფილება: შევიძენ ფოტოტექნიკას: თემის გახსნის წესები.
განყოფილება: გასაყიდი ფოტოტექნიკა: ფოტო ტექნიკის გაყიდვის წესი. ასევე, გაეცანით თემის გახსნის წესებს.
Lo-Fi Version Time is now: 22nd August 2017 - 09:21