GRAF.GE

Welcome ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Apr 9 2012, 10:50

Group: Bachelor
Posts: 2,144



არა მგონია დღეს არსებობდეს ადამიანი რომელსაც რაიმე მოწყობილობა მაინც არ აქვს, რომელიც აღჭურვილი იქნება ფოტოკამერით. ფოტოგრაფია იმდენად მასიურ გატაცებად იქცა ბოლო წლებში, რომ ცხოვრება ფოტოაპარატის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენთვის. რა თქმა უნდა ტექნიკურმა პროგრესმა ძალიან კარგად შეუწყო ამას ხელი. ადრე ფოტოგრაფია იყო ხელოვნება, რომელსაც მხოლოდ “რჩეულები” ეუფლებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს “ზენიტი“ იყო თითქმის ყველა ოჯახში – ფირის გამჟღავნება და ფოტოების დაბეჭდვა ბევრ ტექნიკურ ცოდნას საჭიროებდა. იშვიათად ვინმე დაინტერესდეს – საიდან წარმოიშვა ეს ტექნიკა.

საუკუნეების მანძილზე კაცობრიობა მხატვრობის და დამწერლობის საშუალებით ქმნიდა ისტორიას. ნახატის შექმნას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, თან ნებისმიერი ადამიანი ფაქტის გადმოტანისას ტილოზე აუცილებლად რაღაცა თავის ხედვას და აზრს ჩააქსოვს იმ ნახატში. საჭირო იყო ისეთი ხერხი რომელიც შიშველ ფაქტებს დააფიქსირებდა თან უმოკლეს დროში.

ოდითგანვე კაცობრიობისთვის ცნობილია ჩაბნელებული ოთახის – ე.წ. კამერა ობსკურას პრინციპი. მისი მოქმედების პრინციპი შემდეგია – შუქგაუმტარ ყუთში, მაგალითად, კეთდება ნახვრეტი – საიდანაც განათების სხივები შედის შიგნით და ამოტრიალებული გამოსახულების სახით ხდება მისი პროექცია ყუთში მოთავსებულ ეკრანზე.

კამერა ობსკურას დახმარებით მხატვრები აკეტებდნენ ქალაქის ჩანახატებს, მაგრამ ეს პროცესი მაინც ხანგრძლივი გამოდიოდა, და მეცნიერები ცდილობდნენ მოეპოვათ ხერხი, რომელიც ამ ყველაფერს მექანიკურ პროცესად აქცევდა, რაც ძლიერ გაამარტივებდა ფაქტების დაფიქსირების პროცესს. კამერა ობსკურას პრინციპზე შემდგომში იყო აგებული რამდენიმე ფოტოკამერა.

ფოტოგრაფია – ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს “შუქით ხატვას”.

“შუქით ხატვის” დაბადების თარიღად პირობითად ითვლება 1893 წელი.

სადღაც 1800 წლიდან უკვე აქტიურად დაიწყო ფოტოაპარტის განვითარება.

1812 წელს ჯოზეფ ნისეფორ ნიეფსმა გამოიგონა კამერა-ობსკურა თავისი ლინზით და მოძრავი მილით. ეს მოწყობილობა შეიძლება ჩაითვალოს პირველ კამერად, რომელიც თანამედროვე ფოტოაპარატს ჰგავს. ამავე აპარატით შეიქმნა ისტორიაში პირველი ფოტო, რომელიც უკვე დაფიქსირდა ქაღალდზე და დღემდეა შემორჩენილი. ეს იყო ხედი გამომგონებლის ოთახიდან, რომელზეც ჩანს სახლების სახურავები.

ზუსტად ერთ წელიწადში კარლ გაუსმა შექმნა პირველი ობიექტივი.

ფოტოაპარატის განვითარება მიდიოდა ძალიან აქტიურად და წარმატებულად.

ტაბოლტი იყო ის ადამიანი, ვინც გამოიგონა პირველი ნეგატივი. ეს მოხდა 1835 წელს. ნეგატივის გამოგონებასთან ერთად უკვე აქტიურად დაიწყეს ფოტოების გადაღება, რისთვისაც იყენებდნენ ჯერ ფირფიტებს შემდგომ კი ფირებს.

და აი 1889 წელს დაპატენტებული იქნა პირველი ფოტო ფირის რულონი და პირველი სწრაფი ფოტო კამერა – სახელად “კოდაკი”. პატენტი ეკუთვნის ჯორჯ ისთმანს, კომპანია “ისთმან კოდაკი”-ს დამაარსებელს.

“კოდაკი” წარმოადგენდა პატარა ყუთის კამერას, რომელსაც ჰქონდა მხოლოდ ერთი სიჩქარე (დაყოვნება), მის ობიექტივს ჰქონდა მუდმივი დიაფრაგმა და მისი გამოსახულების სიმკვეთრე მოიცავდა დიაპაზონს 2,5 მეტრიდან უსასრულობამდე. ფოტოაპარატში იდებოდა 100 კადრიანი ფირი. მისი ფასი კი შეადგენდა 25 აშშ დოლარს.

1935 წელს გამოჩნდა უკვე ფერადი ფოტოგრაფიაც, ხოლო 1963 წელს სენსაცია მოახდინა ფოტოაპარატ “პოლაროიდ”-მა.

კომპანია “პოლაროიდ”-მა დაიწყო პოლარიზებული სათვალეების გამოშვებით და 1948 წლიდან ის აწარმოებდა უკვე ფოტოაპარატებს, რომლებიც ეგრევე ფოტოს გადაღებისთანავე მზა ფოტოს ბეჭდავდნენ.ამისათვის საჭირო იყო არა მარტო სპეციალური ფოტოაპრატის შეძენა არამედ სპეციალური კასეტებით მომარაგებაც.

“პოლაროიდ”-მა პოპულარობის პიკს მიაღწია 1980-იან 1990-იან წლებში.

1970-იან წლებში კომპანია “კოდაკი”-ს ინჟინერმა, სტივ სასონმა შექმნა პირველი ციფრული ფოტოკამერა, რომელიც მუშაობდა CCD მატრიცაზე და იწონიდა დაახლოებით 3 კილოგრამს. ამ კამერით გადაღებული ფოტო იყო 100×100 პიქსელი ზომის და იწერებოდა მაგნიტურ კასეტაზე, თითო კადრის ჩაწერას იგი უნდებოდა 23 წამი. ფოტოების დათვალიერება შესაძლებელი იყო სპეციალური მიკროკომპიუტერის საშუალებით, რომელსაც კასეტიდან უნდა წაეკითხა გამოსახულება და გაეშვა ტელევიზორის ან მონიტორის ეკრანზე.

ყოველ დღე ჩვენ ვიგებთ რაღაცა ახალს ფოტოტექნიკის სამყაროდან, განვითარების პროცესი არ წყდება. ნელ-ნელა მივედით უკვე 3დ ფოტოკამერებამდე და გული მიგრძნობს ეს მხოლოდ დასაწყისია. თითქოს და მეტი უკვე ვეღარაფერს ახალს გამოიგონებენ, ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა უკვე გამოგონილია – მაგრამ მეცნიერები მაინც ახერხებენ ჩვენს გაკვირვებას და მეტი საჭირო და არასაჭირო ფუნქციებით ფოტოაპარატების დაკომპლექტებას. ისღა დაგვრჩენია მოუთმენლად ველოდოთ რა სიახლეებს შემოგვთავაზებენ კიდევ ახლო მომავალში.
  Forum: ფლეიმი ფოტოგრაფიის თემაზე · Post Preview: #124321 · Replies: 1 · Views: 1,915

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Apr 8 2012, 21:29

Group: Bachelor
Posts: 2,144

spec ვეთანხვები .
თუ რამე ვიცი ყველაფერი აქედან.
  Forum: ფლეიმი ფოტოგრაფიის თემაზე · Post Preview: #124310 · Replies: 18 · Views: 10,244

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Apr 5 2012, 21:28

Group: Bachelor
Posts: 2,144

დიდი მადლობა ვნახავ smile.gif
  Forum: მასტერკლასები · Post Preview: #124235 · Replies: 5 · Views: 4,998

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Apr 5 2012, 20:34

Group: Bachelor
Posts: 2,144

ერთი კითხვა მაქვს და თუ შეგძლიათ დამეხმარეთ რა smile.gif




ასეთი "მომრგვალებული" სურათი როგორ აგდავიღო ნოკონ D3100-ით??
  Forum: მასტერკლასები · Post Preview: #124222 · Replies: 5 · Views: 4,998

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Apr 5 2012, 17:40

Group: Bachelor
Posts: 2,144

ციტატა(Navara @ Apr 5 2012, 16:37) *
მე სხვა რამ მაღელვებს.მეც მინდა მონაწილეობა..მაგრამ თეთრი ჩარჩოს გარეშე biggrin.gif


რა დაგიშავა ჩემმა თეთრმა ჩარჩომ?
  Forum: კონკურსები და გამოფენები · Post Preview: #124209 · Replies: 11 · Views: 9,423

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Apr 5 2012, 15:03

Group: Bachelor
Posts: 2,144

ციტატა(Navara @ Apr 4 2012, 11:50) *
თეთრი ჩარჩო თუ ექნება ფოტოებს მაშინ პროფესიონალური ფოტოები იქნება biggrin.gif

მონაწილეობას ის იღებს ვისაც მოსწონს ჩემი შემოქმედება biggrin.gif
ასე რომ ნუ ღელავ "ნავარა" muzoni.gif
  Forum: კონკურსები და გამოფენები · Post Preview: #124204 · Replies: 11 · Views: 9,423

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Apr 4 2012, 22:48

Group: Bachelor
Posts: 2,144

ციტატა(hervantes @ Apr 4 2012, 22:19) *
მოგესალმებით.ახლახანს გადავწყვიტე ფოტოაპარატის ყიდვა მაგრამ სულ ავირიე, ზოგი ნიკონს მირჩევს ზოგიც ქენონს. საბოლოო ჯამში გადავწვიტე ნიკონ D3100 ის ყიდვა. ფოტოსურათების გარდა ვიდეო შესაძლებლობებიც მინდა რომ ნორმალური ქონდეს. D3100 ის სინემათიქ ვიდეო ძალან მომეწონა, მაგრამ ავტო ფოკუსი როგორც გავიგე ძალიან ნელი აქვს. მაინტერესებს მირჩევთ თუ არა ამ აპარატს ? ძალიან გთხოვთ მითხარით თქვენი აზრი და მირჩიეთ რაიმე აპარატი 1300 ლარის ფარგლებში.


მე მაქვს ნიკონ D3100 და ძალიან კმაყოფილი ვარ smile.gif
  Forum: კითხვები, წინადადებები და შემოთავაზებები · Post Preview: #124163 · Replies: 14 · Views: 12,164

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Apr 4 2012, 22:47

Group: Bachelor
Posts: 2,144

ციტატა(datoforesti @ Apr 4 2012, 22:10) *
sallome duduchava,
ეხლა ვნაგე იუზერი რომელიც სტუდენტია და სერია აქვს დადებული....


არ ვიცი, მაშინ ადმინისტრაციას მიმართე
  Forum: გალერეა, ფორუმი, ჩეთი · Post Preview: #124162 · Replies: 7 · Views: 6,430

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Apr 4 2012, 22:00

Group: Bachelor
Posts: 2,144

ციტატა(datoforesti @ Apr 4 2012, 21:42) *
როგორ დავდო სერია?
ანუ 3 კადრი ერთდროულად...

და თითოეული რამდენი უნდა იყოს წონაში. ან რა გაფართოების...


იმისთვის რომ სერია დადო bachelor უნდა იყო
  Forum: გალერეა, ფორუმი, ჩეთი · Post Preview: #124149 · Replies: 7 · Views: 6,430

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Apr 2 2012, 21:49

Group: Bachelor
Posts: 2,144

ციტატა(SaLi SaLoOoOo @ Apr 2 2012, 21:21) *
sallome duduchava,
ხოო,აჩვენე ვინ არის ბოსი! biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif აუ რამდენი ვიცინე aaa.gif
  Forum: კონკურსები და გამოფენები · Post Preview: #124069 · Replies: 11 · Views: 9,423

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Apr 2 2012, 15:54

Group: Bachelor
Posts: 2,144

ციტატა(SaLi SaLoOoOo @ Apr 2 2012, 14:12) *
sallome duduchava,
მოგებულს ოცივე სტუდიური რომ უნდოდეს? biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif შეთანხმებით ხდება biggrin.gif , მარტო მოგებულზეც არ არის )))
  Forum: კონკურსები და გამოფენები · Post Preview: #124039 · Replies: 11 · Views: 9,423

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Apr 2 2012, 14:00

Group: Bachelor
Posts: 2,144

ციტატა(Navara @ Apr 2 2012, 01:19) *
სტუდიური ფოტო რამდენი იქნება ამ 20 ფოტოდან?

არ ვიიცი, მოგებულის ინტერესებიდან გამომდინარე
  Forum: კონკურსები და გამოფენები · Post Preview: #124031 · Replies: 11 · Views: 9,423

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Apr 1 2012, 23:34

Group: Bachelor
Posts: 2,144

ციტატა(Navara @ Mar 31 2012, 04:01) *
რა მაგარია,კითხვა მაქვს



და ვინ გადაიღბეს პროფესიონალურ ფოტოებს,თანაც ერთ მოდელზე 20 ფოტოს? mechvenaba kitxvis nishnit.gif



მე გადავიღებ smile.gif
  Forum: კონკურსები და გამოფენები · Post Preview: #124002 · Replies: 11 · Views: 9,423

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Mar 29 2012, 14:58

Group: Bachelor
Posts: 2,144

ციტატა(beshqena @ Mar 29 2012, 12:45) *
რას ემსახურება კონკურსი?

რა ჟანრის ფოტო უნდა გადმოგზავნონ მსურველებმა?

ფბ-ზე, სად განთავსდება ფოტო?


კონკურსი არის მოდელებისთვის,
ნებისმიერი ჟანრის ფოტოს გამოგზავნა შეიძლება
ფოტოები განთავსდება ფბ- ამ გვერდზე - http://www.facebook.com/profile.php?id=100...amp;ref=tn_tnmn
  Forum: კონკურსები და გამოფენები · Post Preview: #123881 · Replies: 11 · Views: 9,423

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Mar 29 2012, 11:59

Group: Bachelor
Posts: 2,144

“Salome Duduchava Photography” წარმოგიდგენთ ფოტოკონკურსს






მიიღეთ მონაწილეობა და მოიგეთ პორტფოლიო “Salome Duduchava PHOTOGRAPHY-სგან“[/b]

გამოგზავნეთ თქვენი ფოტო ელ-ფოსტაზე Photography_duduchava@yahoo.com
(Subject - ში მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი) უახლოესი 12 საათის განმავლობაში, თქვენი ფოტო განთავსდება საკონკურსო ალბომში, რის შემდეგაც აუცილებლად მოინიშნეთ თქვენ სურათზე თავი.

ფოტოკონკურსი გაგრძელდება 27 მარტიდან 20 აპრილამდე.

გამარჯვებულები 2 კატეგორიაში გამოვლინდებიან :

1. მას, ვისაც ექნება ყველაზე მეტი LIKE, საჩუქრად მიიღებს პროფესიონალურ პორტფოლიოს ( 20 სურათი)

2. ფოტოგრაფის (ჩემი) რჩეული, რომელიც ასევე მიიღებს საჩუქრად პროფესიონალურ პორტფოლიოს (20 სურათი)

გისურვებთ წარმატებას !
  Forum: კონკურსები და გამოფენები · Post Preview: #123867 · Replies: 11 · Views: 9,423

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Feb 27 2012, 16:54

Group: Bachelor
Posts: 2,144

ციტატა(leonio @ Feb 27 2012, 16:18) *


ეს რა შუაშია ?
  Forum: მასტერკლასები · Post Preview: #122745 · Replies: 18 · Views: 15,393

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Feb 27 2012, 15:56

Group: Bachelor
Posts: 2,144

ციტატა(Gelius Metreveli @ Feb 27 2012, 15:53) *
დუდუჩავა ხოდა მეც მაგას გეუბნები რომ მაქსიმალურად უნდა ეცადო რომ ფოტოშოპი არ შეეტყოს ფოტოსთქოოო tongue.gif biggrin.gif

tongue.gif biggrin.gif გავიგე მეტრეველი tongue.gif
  Forum: მასტერკლასები · Post Preview: #122736 · Replies: 18 · Views: 15,393

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Feb 27 2012, 15:52

Group: Bachelor
Posts: 2,144

ციტატა(Gelius Metreveli @ Feb 27 2012, 15:46) *
არსებობის უფლება რა თქმა უნდა აქვს მაგრამ გრაფიკულად გაკეთებული უკვე ფოტოგრაფია ღარ არის მაგაში ხომ დამეთანხმები? 3.gif


მთლიანად გრაფიკულად აწყობილი ფოტო არა, მაგრამ როდესაც შეიძლება გარკვეულმა დამუშავებამ ფოტო უფრო კარგი და ესტეთიური გახადოს რატომაც არა, ასეთი ფოტო მიმაჩნია " კომპ. გრაფიკად" და ფოტოგრაფიადაც tongue.gif
  Forum: მასტერკლასები · Post Preview: #122734 · Replies: 18 · Views: 15,393

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Feb 27 2012, 15:45

Group: Bachelor
Posts: 2,144

ციტატა(Gelius Metreveli @ Feb 27 2012, 15:41) *
ვერანაირად ვერ დაგეთანხმები მაგაშიიი 3.gif ფოტო მაინც უნდა გადაიღოს ადამიანმა და არა გრაფიკულად გააკეთოს.ნუ ეს ჩემი აზრია რაღა თქმა უნდა smile.gif

მაგაში გეთანხმები, მაგრამ "კომპ. გრაფიკასაც" აქვს არსებობის უფლება tongue.gif

ციტატა(vasili @ Feb 27 2012, 15:40) *
1. Ctrl+j
2. Smudge Tool
3. Eraser Tool და რამდენიც გინდა იმდენი წაშალე smile.gif

ვცდი, ძალიან დიდი მადლობა
  Forum: მასტერკლასები · Post Preview: #122732 · Replies: 18 · Views: 15,393

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Feb 27 2012, 15:36

Group: Bachelor
Posts: 2,144

ციტატა(Gelius Metreveli @ Feb 27 2012, 15:19) *
სამწუხაროდ მე არ ვიცი მაგრამ გირჩევ საერთოდ რომ ფოტოშოპი რაც შეიძლება ნაკლებად შეატყო ხოლმე ფოტოს smile.gif

მადლობა, მაგრამ არის ფოტოები, სტილი, რომელსაც უხდება და რავიცი მომწონს ეს ძაან tongue.gif

პ.ს ვიდეო გაკვეთილები მაინც თუ გეგულებათ, არც მაგაზე ვიტყოდი უარს ...
  Forum: მასტერკლასები · Post Preview: #122729 · Replies: 18 · Views: 15,393

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Feb 27 2012, 15:10

Group: Bachelor
Posts: 2,144


როგორ კეთდება ეს ეფექტი, ხომ არ იცით ვინმემ???
  Forum: მასტერკლასები · Post Preview: #122727 · Replies: 18 · Views: 15,393

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Jan 24 2012, 17:56

Group: Bachelor
Posts: 2,144

დიდი მადლობა, გავითვალისწინებ smile.gif
  Forum: ფლეიმი ფოტოგრაფიის თემაზე · Post Preview: #121768 · Replies: 12 · Views: 8,818

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Jan 24 2012, 16:59

Group: Bachelor
Posts: 2,144

ციტატა(Ere @ Jan 24 2012, 16:30) *
ბევრი არც მე გამეგება მაგრამ რაც ვიცი შემიძლია გაგიზიარო ესეიგი, პირველ რიგშI რათქმაუნდა M-ით უნდა გადაიღო რო პარამეტრები შენ დააყენო, დიაფრაგმა რაც შეიძლება გახსენი (ანუ დააკელი და ყველაზე დაბალზე დააყენე), ISO-აუწიე რაც ძალიან დაგეხმარება მაგრამ ბოლომდე ნუ აუწევ თორე ე.წ. შუმს მიიღებ ანუ ხარისხს დაკარგავს და წერტილები გაუჩდება, ასე რომ სადღაც 800 ზე დააყენე (ჰა, ჰაა ძაან თუ გაგიჭირდა 1600-ზე) და რაც ყველაზე მთავარია დაყოვნება, ხოდა თუ შტატივი არ გაქვს მაშინ მინიმუმ 1,6-ზე დააყენე მაგაზე დაბლა უკვე გაგეწელება კადრი,... გადაღების დროს ამოისუნთქე, ბოლომდე ამოუშვი ჰაერი და დააჩხაკუნე :დ :დ

(ჰა გამოვიდა რამე?) :დ

გაიხარე, დიდი მადლობა, ვცდი და ვანხოთ რა გამომივა
  Forum: ფლეიმი ფოტოგრაფიის თემაზე · Post Preview: #121764 · Replies: 12 · Views: 8,818

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Jan 24 2012, 11:35

Group: Bachelor
Posts: 2,144

ციტატა(SCOUT @ Jan 24 2012, 02:22) *
რა აპარატით იღებ?

ნიკონ D3100-ით
  Forum: ფლეიმი ფოტოგრაფიის თემაზე · Post Preview: #121759 · Replies: 12 · Views: 8,818

Group: Bachelor sallome duduchava
Posted on: Jan 23 2012, 20:22

Group: Bachelor
Posts: 2,144

ციტატა(SCOUT @ Jan 23 2012, 19:56) *
დაყოვნება, გახსნილი დიაფრაგმა, ზომიერი iso. დანარჩენი პრაქტიკის ამბავია 3.gif

დაყოვნება და გახსნილი დიაფრაგმა რომ არ ვიცი რას ნიშნავს gavcitldi.gif
  Forum: ფლეიმი ფოტოგრაფიის თემაზე · Post Preview: #121745 · Replies: 12 · Views: 8,818

2 Pages V   1 2 >

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 15th October 2019 - 15:24