GRAF.GE

Welcome ( Log In | Register )

მობილფოტო, საოჯახო, სხვა :: უსათაურო ...
Uploaded by: keisari On: Nov 23 2010, 22:21
Views: 137 · Comments: 5
File Size: 84.91K · Dimensions: 1024x768
Author Requests Critique!
Image Description
სათAური არ მომიფიქრებია ...
AWARDS
View image property details
gallery_10553_8_54260.jpg
<< First   < Previous Next >   Last >>
Comments for this image
Group: Student Cheishvili
post Nov 23 2010, 22:38
Post #1


1) ბავშვი ძალიან ახლოსაა!!
2)ხარისხი არ ვარგა
3)სივრცეა საჭირო მაღლა და დაბლა
4)ყური არ უნდა მოგეჭრა
5)დამუშავება არ აწყენდა ))
რავიცი აბა ეს ჩემი აზრია შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Student bagrata4444
post Nov 23 2010, 22:40
Post #2


უკვე ყველაფერი თქვა ჩეიშვილმა რაგა დავამატო


?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Master Nika Lie
post Nov 23 2010, 23:09
Post #3


ძალიან მეტყველი სახე აქვს ამ ბავშვს და კარგი პორტრეტის გადაღება შეიძლებოდა : (
ეს ის შემთხვევაა , სადაც პირადად მე ვამბობ , რომ სივრცეა საჭირო ოთხივე მხარეს [საინტერესოა გარემო , სადაც ეს ბავშვი იმყოფება , არც ჩაცმულობის ნახვაზე ვიტყოდი უარს , წითელი ფერი კარგად თამაშობს]
თავს შევეშვათ და ყური და ნიკაპი ცუდადაა მოჭრილი , ფონი არაფრისმთქმელია და გამაღიზიანებელი ზოლებით დატვირთული
ეს ყველაფერი ჩემი აზრი იყო , დიდი სიამოვნებით დაველოდები კრიტიკოსის მოსაზრებასაც
Go to the top of the page
 
+Quote Post
GRAF5
post Nov 28 2010, 20:55
Post #4


ავტორთან დიდი პატივისცემით.
ჩემი აზრი მინდა გამოვთქვა, ზოგადად, კრიტიკის მოთხოვნისადმი, ამ კონკრეტული ფოტოს მაგალითზე.
ორი რამ უნდა განვასხვავოთ, როდესაც ფოტოზე კრიტიკა გვინდა:
1- ჩვენი აზრით, დასრულებული ნამუშევარია და გვაინტერესებს სხვისი აზრი.
2- ვსწავლობთ და გვაინტერესებს სხვისი აზრი, რა გამოგვივიდა და რა - არა.
ორივე გასაგებია და მისასალმებელი, მაგრამ განსხვავებით პირველისგან, მეორეს შემთხვევაში, ერთჯერადი ფოტოს გარჩევით და რაღაც რჩევების მიღებით, საფუძვლიანი სწავლა ნამდვილად არ გამოგვივა, რადგან ფოტოგრაფიის შესწავლა გაცილებით უფრო ღრმა და რთულია. რთულია რჩევების მიცემაც, რადგან იმ რჩევების წინ კიდე რჩევებია საჭირო და ა.შ.
კრიტიკა სასარგებლო მაშინ არის, როდესაც ანბანურ ჭეშმარიტებაზე კი არა, კონცეპციებზე, შესრულების ტექნიკის/მხატვრულობის ახალ მეთოდებზე, განსხვავებულ ხედვაზეა საუბარი.
კონკრეტულად ამ ფოტოზე, გითხრათ სიმართლე, არ ვიცი რა უნდა ვთქვა, საიდან დავიწყო, განათებიდან, ფერიდან, კადრირებიდან... ინტერნეტ ქსელი სავსეა უფასო ლიტერატურით, თბილისში რამდენადაც მე ვიცი არიან კვალიფიცირებული პედაგოგები, ტარდება მასტერკლასები, თუ სემინარები, ასე რომ, სანამ ფოტოს დავარქმევთ - ნამუშევარს, სწავლა ძალზედ სასარგებლო იქნება.
არსებობს კიდევ ერთი რამ, რასაც კრიტიკას ვერ დავარქმევთ, ეს არის კონკრეტული შეკითხვა. გადავიღეთ ფოტო, რაღაცის მიღწევა გვინდოდა, ამას ვერ მივაღწიეთ და კონკრეტულ შეკითხვას ვაძლევთ, ჩვენი აზრით, მცოდნე ადამიანს(ებს). ასეთი მიდგომა გაცილებით დიდი სარგებლის მომტანია რჩევის მთხოვნელისთვის.
კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ ჩემ აზრს, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია და არა ჭეშმარიტება უკანასკნელ ინსტანციაში.
წარმატებებს გისურვებთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Group: Entrant keisari
post Nov 28 2010, 21:38
Post #5


გაიხარეთ თანაგრაფელებო ...

ერთი თვეა რაც ფოტოგრაფიის შესწავლა დავიწყე ...

ასე, რომ სავსებით ნორმალურად აღვიქვავ შენიშვნებს ...

ხარისხს რაც შეეხება, ჩვეულებრივი კომპაქტით ვიღებ ნიკონ ლ110 ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lo-Fi Version Time is now: 22nd November 2017 - 22:29