ალიანსის მიზანია ყურადღების ცენტრში მოაქციოს ისეთი ფოტოსურათები, რომლებსაც კავშირი აქვთ ავტომობილებთან, ავტოსპორტთან და ავტოტურიზმთან. ალიანსის მიერ ამორჩეულ ფოტოებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სიჩქარის და ოთხი ბორბალით მოგზაურობის შეგრძნებას.
ალიანსში მოხვედრის მსურველს საკუთარ ფოტოგალერეაში უნდა ჰქონდეს ალიანსის მიერ რეკომენდებული არანაკლებ 7 ფოტოსურათისა, რომლიდანაც მინიმუმ 3 ფოტოსურათი უნდა იყოს დღის ფოტოს (ხალხის არჩევანი) და 1 ფოტოგრაფთა არჩევანის ტიტულით დაჯილდოვებული.
თუ თვლი, რომ აკმაყოფილებ აღწერილ კრიტერიუმს, მიწერე PM ალიანსის დამფუძნებელს და/ან მმართველს.