| Here is the topic you chose to view |
|---|
| ალბათ, გახსოვს, რომ საგრაფოში ყველა ჯგუფს აქვს თავისი ლიმიტი თუ რამდენი ფოტოს ატვირთვა შეუძლია 24 საათში. თუკი, გალერეაში უკვე განათავსე შენი ჯგუფისთვის დადგენილი ფოტოსურათების დღიური მაქსიმალური რაოდენობა და არ გსურს დაელოდო 24 საათის გასვლას, შეგიძლია ისარგებლო ფოტოსურათის ლიმიტგარეშე განთავსების ფასიანი სერვისით! 1 ფოტოსურათის ლიმიტგარეშე განთავსების ღირებულებაა მხოლოდ 1 ლარი.ლიმიტგარეშე ფოტოს განთავსების უფლების შეძენისათვის უნდა იყო მაგთის, ჯეოსელის ან ბილაინის აბონენტი. რა არის საჭირო ამისათვის? მობილური ტელეფონიდან გაგზავნი მოკლე ტექსტურ შეტყობინებას (SMS) და დაელოდები სერვისის შეძენის დამადასტურებელ პასუხს. პასუხის მოსვლისთანავე, შეგიძლია ატვირთო ლიმიტგარეშე ფოტო გალერეაში! სერვისის შეძენა ლიმიტგარეშე ფოტოს ატვირთვის სერვისის გასააქტიურებლად ისარგებლე ქვევით მოცემული ბმულით და მიყევი იქვე მოცემულ ინსტრუქციას: http://www.graf.ge/vas მეგობრისათვის ფოტოს ლიმიტგარეშე ატვირთვის სერვისის შეძენა შეიძინე სერვისი ზევითაღწერილი გზით (მიყევი ბმულს: http://www.graf.ge/vas) და შეძენის დამადასტურებელ პასუხში მოცემული 8-ციფრა კოდი გადაეცი მეგობარს. ამ კოდის საშუალებით შენი მეგობარი შეძლებს ლიმიტგარეშე ფოტოს ატვირთვას. შენიშვნა: ფოტოს ლიმიტგარეშე ატვირთვის უფლება და შესაბამისი კოდი აქტიურია მისი შეძენიდან 1 კვირის განმავლობაში. სიახლის განხილვა შეგიძლია თემაში: http://www.graf.ge/index.php?showtopic=4173 |
| Lo-Fi Version | Time is now: 24th May 2013 - 03:27 |